სკოლა "გრაალი"                         School "GRAALI"
  	<language>ge</language>
სკოლა "გრაალი"                         School "GRAALI"
მუსიკა ჩემს ცხოვრებაში
    		<description>მე-9 კლასის შემოქმედებითი მუსიკალური წარმოდგენა,რომელიც სავსე იყო მუსიკით , ემოციებით და ახალგაზრდული ენერგიით.თითოეულმა მოსწავლემ გამოავლინა საკუთარი მიდგომა სწავლისადმი, რომ მუსიკა აერთიანებს და ავითარებს კომუნიკაციას,Შემოქმედებით აზროვნებას.
საგნის მასწავლებელი-ზურაბ კვერნაძე
 2
2025-2026 11 კლასი
    		<description>სასწავლო წლის დასასრულს სკოლა "გრაალᲨი" სასწავლო გეგმის (პროექტი მუსიკა) გათვალისწინებით წარმოვადგინეთ მე-11 კლასის პრეზენტაცია, რომელᲨიც მოსწავლეებმა გააზიარეს Თავიანთი ნამუᲨევრები.Თემატიკა იყო მრავალმხრივი და საინტერესო.მოსწავლეებმა განიხილეს ქართული კულტურის მნიᲨვნელოვანი ასპექტები. 
საგნის მასწავლებელი: ზურაბ კვერნაძე
 15
ბოლო ზარი
 33
„ბოლო ზარი“ განსაკუთრებული დღეა — სავსე ემოციებით, მოგონებებითა და ახალი შესაძლებლობებით. დასრულდა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი გზა, ახალი მიზნები და ახალი წარმატებები.
გვჯერა, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ღირებულებები დაგეხმარებათ მომავალი წარმატებების მიღწევაში.
ვუსურვებთ თითოეულ კურსდამთავრებულს წარმატებას, წინსვლასა და საკუთარი მიზნების ღირსეულად განხორციელებას.
მადლობას ვუხდით მასწავლებლებსა და მშობლებს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
დედა ენა როგორც კულტურული მემკვიდრეობა.
    		<description>დედა ენის დღე მე-7 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო და შემოქმედებითი პოსტერები და იმსჯელეს მნიშვნელოვან თემებზე:  დედა ენა როგორც კულტურული მემკვიდრეობა  რატომ არის ქართული ენა ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი  ენა და ადამიანის უფლებები  ენა და კულტურული მემკვიდრეობა  როგორ დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი ენა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ქართული ენა ჩვენი ისტორია, კულტურა და თვითმყოფადობაა. მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა 
ქართველ მართმადიდებელთა სულიერი წინამძღოლი
    		<description>ვიზიარებთ უდიდეს მწუხარებას, ქართველი ერის სულიერი წინამძღოლის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი დანაკლისი არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.
მისი ღვაწლი, სიბრძნე და სიყვარული სამშობლოსა და ხალხის მიმართ სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
მისი სულიერი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს გზას გაუნათებს.
სკოლა „გრაალი“ იზიარებს ამ დიდ მწუხარებას და თანაუგრძნობს სრულიად საქართველოს.
ვუსამძიმრებთ ყველას ამ მძიმე დანაკლისს.
პატივისცემით,
სკოლა გრაალი
ერთად ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე!
    		<description>გრაალის სკოლაში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა!
ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციულ სესიას, რომელიც შეეხებოდა გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობას. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობა
საკომუნიკაციო ნარჩენების გადამუშავება
ტრანსპორტისა და გარემოს ურთიერთკავშირი
ნიადაგისა და განახლებადი ენერგიის წყაროები
მდგრადი ენერგეტიკული განვითარების მიმართულებები
კარიერული შესაძლებლობები გარემოსა და ენერგეტიკის სფეროში
სასკოლო პროექტი – „ერთი კლასი – ერთი წიგნი“
    		<description>სასკოლო პროექტი – „ერთი კლასი – ერთი წიგნი“ 
სკოლა „გრაალი“ იწყებს შთამაგონებელ საგანმანათლებლო პროექტს „ერთი კლასი – ერთი წიგნი“, რომელიც ხორციელდება გამომცემლობა „დიოგენესთან“ თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში თითოეული კლასი ერთსა და იმავე წიგნს წაიკითხავს და შემდეგ ერთობლივად განიხილავს მის სიუჟეტს, პერსონაჟებს, თემატიკასა და მთავარ გზავნილებს. მოსწავლეები ჩაერთვებიან დისკუსიებში, ჯგუფურ მუშაობაში, პრეზენტაციებსა და შემოქმედებით აქტივობებში, რაც მათ კითხვის პროცესს უფრო საინტერესო და ინტერაქტიულს გახდის.
მოდა, სპორტი, ბიზნესი.
	გლობალური საკითხები მოდა,სპორტი,ბიზნესი.
	კერძო სკოლა „გრაალის“ მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მოამზადეს პრეზენტაციები, ისაუბრეს დღეს არსებულ, ყველაზე ხშირი განხილვის თემად მიჩნეულ საკითხებზე. ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად ჰქონდა შერჩეული თემები, რამაც პრეზენტაციის მიმდინარეობის პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა.პედაგოგი პატივს სცემს მოსწავლის შეცდომებს და მცდელობებს, რადგან ესაა ამომავალი წერტილი საიდანაც მოსწავლე იღებს ცოდნას, თუ რისი გამოსწორებაა საჭირო. ბავშვს უყალიბდება შეცდომების კონტროლის შინაგანი სისტემა.  „დამეხმარე რომ თვითონ გავაკეთო“. მათ ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. მოსწავლეებმა: ანო დეკანოიძე, მარიამ ბერიძე; ბარბარე დალაქიშვილი; მარიამ მამალაძე. ლუკა ვასაძე; ბექა ბაკურაძე; ირაკლი მაჭარაშვილი; ლუკა ნურალიძე. ზურა ჭულუხაძე; ალექსი ბუაძე; ალექსი წულაძე; დათო მურჯიკნელი.  შეძლეს მოპოვებული ინფორმაციის მობილიზება, გაანალიზება და კრიტიკულად შეფასება.
უსიკაᲗერაპია და ევროპული მუსიკალური Ჟანრები
    		<description>მუსიკა მე-11 კლასი.პროექტული სწავლების ფარგლებᲨი Ჩატარდა პრეზენტაცია.მოსწავლეებმა წარადგინეს ორი Თემატური მასალა:მუსიკაᲗერაპია და ევროპული მუსიკალური Ჟანრები ზაქარია ფალიაᲨვილის ᲨემოქმედებაᲨი.კლასი ორ ჯგუფად დაიყო.ჯგუფის ლიდერებმა ისაუბრეს პრეზენტაციაზე გაწეული სამუᲨაოს Შესახებ რის Შემდეგ ᲗიᲗოეულმა წარმოადგინა საკუᲗარი ნამუᲨევარი.პრეზენტაციის ბოლოს ლუკა ვასაᲫემ საინტერესო Შეფასება გაუკეᲗა წარმოდგენილ Თემას.გამოᲗქვა საკუᲗარი აზრი.პრეზენტაცია წარმატებიᲗ Ჩატარდა.
 3
სტუმრად გალაკტიონ ტაბიძის სახლმუზეუმში
    		<description>სკოლა გრაალის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს პოეტის ბინა, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ნახეს მისი პირადი ნივთები, უცნობი ხელნაწერები და ფოტომასალა.
 6
„გარემოს დაცვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“
    		<description>11-ე კლასში ვახორციელებთ პროექტს „გარემოს დაცვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“. პროექტის ფარგლებში კლასმა შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობა განახორციელა ლისის ტბის მიმდებარედ. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ტერიტორიის დასუფთავებაში. მათ შეაგროვეს ისეთი სახის ნარჩენები, რომლებიც გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს. ამ ინიციატივამ ხელი შეუწყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა აუცილებელია ბუნების დაცვისთვის
 2
“ყველა წვეთი ძვირფასია”
    		<description>კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა”  კერძო სკოლა “გრაალში” ჩაატარა ტრენინგი თემაზე “ყველა წვეთი ძვირფასია”. ღონისძიება  მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას წყლის რესურსთან დაკავშირებით. მათ  ამ მნიშვნელოვან თემაზე ვრცელი ინფორმაცია მიიღეს, მასალის უკეთ გასააზრებლად კი გამოყენებული იყო სახალისო მეთოდები. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა ითამაშეს სამაგიდო თამაში, რომელშიც ჩართული იყო ვიქტორინა. შემოწმდა,  რამდენად კარგად  გაიაზრეს ახალი მასალა. ღონისძიების ბოლოს მინაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ტვინების ბრძოლა
    		<description>გრაალის სკოლაში“გუგლი შვებულებაშია”
სკოლა გრაალმა ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სკოლა გრაალის შიდა სასკოლო ტურში შვიდმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 
რთველი 2025
    		<description>კიდევ ერთი საუკეთესო დღე სკოლა გრაალში
 11
გილოცავთ ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას!
 3
ჩემო ძვირფასებო,
მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. 
კერძო "სკოლა გრაალი”აცხადებს მიღებას 
    		<description>მიღება დაიწყო VII-XII კლასებში! კერძო "სკოლა გრაალი”აცხადებს მიღებას VII-დან XII კლასის ჩათვლით. ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს აკადემიურად ძლიერ და სრულფასოვან განათლებას — ისე, რომ მოსწავლეს არ ესაჭიროება დამატებითი მომზადება საგნებში. მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, თანამედროვე მეთოდები და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლეს აძლევს წარმატების საშუალებას.  სწავლება მიმართულია როგორც ეროვნული გამოცდების, ისე პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მზადებაზე. 
დაგვიკავშირდით: ტელ:599474341; 571051188
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
    		<description>მე-8 კლასის ორი ჯგუფის მიერ შესრულებული პროექტები თემებზე Conspiracy Theories და Fashion Through Time: Past, Present, and Future წარმატებით განხორციელდა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს მასალებზე, მოამზადეს პრეზენტაციები და წარადგინეს პროექტები შემაჯამებელი წერის ფორმატით. პროექტზე დაფუძნებულმა სწავლებამ გაამართლა: მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართული, პრეზენტაციები იყო შინაარსობრივად მდიდარი და კარგად ორგანიზებული. შეფასებები აჩვენებს, რომ მათ მოახერხეს ენის, კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების გაერთიანება ერთიან პროდუქტში.
სტუმრად : ხელოვნების და ეროვნულ მუზეუმში
    		<description>კერძო სკოლა “გრაალის” მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ და დაათვალიერეს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები. მათ შორის, ქრისტიანული ხელოვნების შედევრები: ანჩისხატი, აწყურისა და ხახულის ხატები, ბედიის ბარძიმი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი… ასევე ცნობილი ქართველი მხატვრების: ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის ნამუშევრები და ევროპული დაზგური მხატვრობის ნიმუშები.
გაცვლითი პროგრამა იტალიაში
    		<description>იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ გაცვლითი პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა სკოლა ,,გრაალის” VIII კლასის მოსწავლეებმა კესანე გელოვანმა და შაკო მურჯიკნელმა
პროექტის მართვა ხდება ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვასგან”, რადგან გახლავთ იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაცია იტალიის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის.
პროექტი მთლიანობაში მხარდაჭერილია და ხორციელდება იტალიის საელჩოს, მინერვას და სიიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელშეწყობითა და ჩართულობით
2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია
 https://naec.ge/#/ge/post/3325
"მოგზაურობა იტალიაში"
    		<description>სკოლა ,,გრაალში'' ჩატარდა ღონისძიება ,,Italia in generale'' ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმოსახვით გვამოგზაურეს იტალიაში
ღონისძიების მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში
მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ქართულ იტალიურ განათლების ცენტრ ,,მინერვას
 63
სკოლა “გრაალში” სტუმრად იმყოფებოდა ხელოვნებათმცოდნე და რესტავრატორი,  პროფესორი თათია ბაკურაძე.
    		<description>სკოლა “გრაალში” სტუმრად იმყოფებოდა ხელოვნებათმცოდნე და რესტავრატორი,
პროფესორი თათია ბაკურაძე.
ღონისძიების ფარგლებში ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით.
ისაუბრეს გელათის ტაძრის ისტორიაზე, მის უნიკალურ მოზაიკურ ფრესკასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ძეგლთა დაცვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რის შემდეგაც თათია ბაკურაძემ მოსწავლეებს რამდენიმე დაზიანებული ხელოვნების ნიმუშის მაგალითზე გააცნო, როგორ იწმინდება კულტურული მემკვიდრეობა და როგორ უტარდება რესტავრაცია-კონსერვაცია.
გილოვათ 2025 წელს!
    		<description>ერთი ჯადოსნური საღამო სკოლა ,,გრაალში''
გილოვათ 2025 წელს!
 20
სტუმრად პარლამენტში
    		<description>სკოლა ,,გრაალის” მოსწავლეები, სამოქალაქო გაკვეთილის საქართველოს განათლების ფარგლებში, პარლამენტს ესტუმრნენ. მასწავლებლის, მარიამ სახელაშვილის ინიციატივით, უკეთ გაეცნენ საკანონმდებლო შტოსა და საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიას. მოსწავლეებმა თანმხლები პირის დახმარებით დაათვალიერეს პარლამენტის სხვადასხვა დარბაზი და მიიღეს ამომწურავი, ისტორიული ინფორმაცია.
 1
"ტვინების ბრძოლა"
    		<description>სკოლა ,,გრაალში'' წარმატებით ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში ,,ტვინების ბრძოლა''
თითოეული გუნდი აქტიური და მოტივირებული იყო, რაც თამაშს მეტად საინტერესოს ხდიდა
გამარჯვებულ გუნდს ვუსურვებთ საუკეთესო შედეგებს, შემდგომ ეტაპზე!!!
შემოდგომა
2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისი
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video
ისტორიკოსი და მკლევარი ბატ. სიმონ მასხარაშვილი 
    		<description> მინი სამეცნიერო კონფერენცია
სტუმარი: ისტორიკოსი და მკლევარი ბატ. სიმონ მასხარაშვილი
საგნის მასწავლებელი: ბატ. გრიგოლ ძოწენიძე
მე-9კლასში ჩავატარეთ მცირე სამეცნიერო კონფერენცია:ევროპა პირველ და მეორე მსოფლიოს ომის დროოს!რომლის მიზანი გახლდათ,ისტორიული პროცესების სწვდომა,კრიტიკული მიდგომა ზოგიერთ დაფუძნებულ შეხედულებების მიმართ და სხვადასხვა სახის წყაროების მოძიება გადამუშავების პროცეში მოსწავლეების დახელოვნება!ჩვენს მინი სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად მოვიწვიეთ ცნობილი ისტორიკოსი და მკლევარი ბატ.სიმონ მასხარაშვილი,რომელმაც მოისმინა კერძო სკოლა "გრაალიის" შეგირდების მიერ მომზადებული თემები
და დასასრულს,ბატ სიმონმა მიმართა სიტყვით,მოსწავლებსა და დამსწრე საზოგადოებაას….!!
პროექტული სწავლება მუსიკაში
    		<description>პროექტული სწავლების ეტაპზე,სემესტრის დასასრულს მე-11 კლასმა წარმოადგინა პროექტი -პრეზენტაცია თემაზე „ რიტუალები და ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში-ფიხონი“. 
პროექტის მზადების პირველ ეტაპზე ,კლასში შეიქმნა ორი ჯგუფი.თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ლიდერი.თემებზე მუშაობა მიმდინარეობდა როგორც ინდივიდუალურად ,ასევე ჯგუფურად.
მოსწავლეებს გააზრებული ჰქონდათ თემის მხატვრული მხარე.მისი გამოხატვის ფორმა ტექსტთან მიმართებაში.გააქტიურებული იყო წინარე ცოდნა.მოსწავლეებმა ისაუბრეს მითზე,როგორც სამყაროს აღქმის ფორმაზე.მითი, როგორც ფასეულობათა სისტემა და ცხოვრების წესი.მითი რიტუალებში.მითის როლი მუსიკაში.სხვადასხვა სარიტუალო სიმღერაზე და მათი როლი რიტუალში.
გლობალური საკითხები და სოციალური ინოვაციები რომლებმაც შეცვალეს სამყარო და მათ მიერ გამოწვეული ცვლილებები განათლების მიღებაში.
    		<description>კერძო სკოლა „გრაალის“ მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მოამზადეს პრეზენტაციები, ისაუბრეს დღეს არსებულ, ყველაზე ხშირი განხილვის თემად მიჩნეულ საკითხებზე. ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად ჰქონდა შერჩეული თემები, რამაც პრეზენტაციის მიმდინარეობის პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. მათ ისაუბრეს ინოვაციური ტექნოლოგიების როლზე განათლების მიღების საკითხში, გააკეთეს შედარებები მათი გავლენის დადებით თუ უარყოფით შედეგებზე. ასევე განიხილეს მარია მონტესორის სწავლების მეთოდი მოზარდებისთვის. მონტესორის პედაგოგიკა იზიარებს ცდისა და შეცდომის პრინციპზე სწავლის კონცეფციას. პედაგოგი პატივს სცემს მოსწავლის შეცდომებს და მცდელობებს, რადგან ესაა ამომავალი წერტილი საიდანაც მოსწავლე იღებს ცოდნას, თუ რისი გამოსწორებაა საჭირო. ბავშვს უყალიბდება შეცდომების კონტროლის შინაგანი სისტემა. მონტესორის პედაგოგიკის საკვანძო ფრაზაა- „დამეხმარე რომ თვითონ გავაკეთო“. მათ ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. მოსწავლეებმა შეძლეს მოპოვებული ინფორმაციის მობილიზება, გაანალიზება და კრიტიკულად შეფასება.
საბჭოთა პერიოდი და საეკლესიო დღესასწაულები
    		<description>კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე ნახეს გოდერძი ჩოხელის ფილმი "ლუკას სახარება". იმსჯელეს საბჭოთა პერიოდში როგორი უარყოფითი იყო საეკლესიო დღესასწაულებისადმი დამოკიდებულება, ასევე როგორ სასტიკად აქცეოდნენ მოსწავლეებს სკოლაში და იმსჯელეს, რა არის ფილმის მთავარი სათქმელი.
 3
სოციალური მედია და მისი გავლენა საზოგადოებაზე
    		<description>კერძო სკოლა „გრაალის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა, წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე „სოციალური მედია და მისი გავლენა საზოგადოებაზე“. ისაუბრეს, საქართველოში სოციალური პლატფორმების გამოყენების შედეგებზე, შეაფასეს მისი გავლენა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. მოსწავლეებისთვის, ამ საკითხზე მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან, როგორც თავად აღწერეს პროცესი, ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, რამაც გავლენა იქონია მათი მხრიდან სოციალური პლატფორმების გამოყენების სიხშირეზე.
სხეულის ინერტულობა.
    		<description>კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკის მასწავლებელ ალეკო ენდელაძესთან ერთად ჩაატარეს ექსპერიმენტი სხეულის ინერტულობის საკითხის შემოწმება.
 4
"მოგზაურობა აფრიკაში" და  "გაღმა ნაპირი"
    		<description>კერძო სკოლა "გრაალის" მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - ნუგზარ შატაიძის მოთხრობა "მოგზაურობა აფრიკაში" და გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი" - შედარებითი ანალიზი. იმსჯელეს ნაწარმოებებში წამოჭრილ ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა: ოკუპაცია, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მძიმე ხვედრი და საზოგადოების დიდი ნაწილის გულგრილი დამოკიდებულება მათ მიმართ, ასევე იმსჯელეს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. წარდგინებას სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და ისტორიის პედაგოგი ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს მათ შეაფასეს მოსწავლეების ნამუშევრები და მისცეს რჩევები.
„ჩემი ბიზნეს იდეა“ 
    		<description>კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მოამზადეს პროექტი სახელწოდებით „ჩემი ბიზნეს იდეა“, სამუშაოს ჰქონდა ჯგუფური სახე. მოსწავლეემა წარადგინეს საკუთარი ბიზნეს იდეები, მათი გენერირების მეთოდები და პროდუქტი რომელიც ემსახურება კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას. მოსწავლეებმა გაცვალეს ინფორმაციები, დასვეს კითხვები და შეაჯამეს მათ მიერ შესრულებული სამუშაო. კერძო სკოლა „გრაალი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პროექტული სწავლების გზით განვითარდნენ, იპოვონ ჰობი და საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი უნარი, რაც დაეხმარება მათ მომავალი კარიერის დაგეგმვაში. პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებისთვის ბევრად სახალისო და საინტერესო პროცესია, სადაც კრიტიკულ აზროვნებას ეჩვევიან და იძენენ პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო უნარებს.
"კაცია-ადამიანი?!"
კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე "კაცია-ადამიანი?!" მათ ერთმანეთს შეადარეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობა და ს. და ქ. დოლიძეების ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც ი. ჭავჭავაძის მოთხრობის ეკრანიზაციას წარმოადგენს. იმსჯელეს, რა არის ამ ნაწარმოებების მთავარი სათქმელი, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის, სად უფრო სრულყოფილადაა იდეა გამოხატული, ასევე შექმნეს ილუსტრაციები, თვითონ როგორები წარმოუდგენიათ ლუარსაბი და დარეჯანი.
საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია
2 თებერვალი წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეა
    		<description>2 თებერვალი წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს და ხმამაღლა წაიკითხეს ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან "კაცია-ადამიანი?!" და ნუგზარ შატაიძის მოთხრობიდან "მოგზაურობა აფრიკაში". მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს, რა არის ამ ნაწარმოებების მთავარი სათქმელი და რამდენად აქტუალურია ამ მხატვრულ ტექსტებში ასახული პრობლემები 21-ე საუკუნეში.
 4
"ჩემი საყვარელი ფილმი და ჟანრი."
    		<description>კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, გააკეთეს პროექტი. ისინი, დიდი პასუხისმგებლობით და შემოქმედებითად მოეკიდნენ დავალებას,შექმნეს ილუსტრირებული პოსტერები, თემაზე "ჩემი საყვარელი ფილმი და ჟანრი." აღწერეს პროექტზე მუშაობის პროცესი, ისაუბრეს თუ რამდენად საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, რა საჭირო უნარები გამოუმუშავდათ და ასევე რამდენად დაეხმარა ამ ტიპის სწავლება მათ ცოდნის გაღრმავებაში. ზეპირი კომუნიკაცია მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დახვეწონ მეტყველება, ისაუბრონ გამართულად და შეუფერხებლად, ზრდის მათ ინტერესს უცხო ენისადმი და ამაღლებს მოტივაციას. პროექტული სწავლების გზით,მოსწავლეები მეტი ხალისითა და ინტერესით ერთვებიან სასწავლო პროცესში, ეძლევათ საშუალება, გამოავლინონ და დახვეწონ თავიანთი უნარები. პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესი და მათთან ერთად შევარჩიოთ განსახორციელებელი პროექტი, რომელიც მორგებული იქნება მათ ინტერესებზე.
სოხუმი 
    		<description>კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე "სოხუმი -მულტიკულტურული ქალაქი". ყურადღება გაამახვილეს საქართველს ამ უძველესი და მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორიაზე, მის მრავალეთნიკურობაზე, მრავალფეროვან კულტურაზე... ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ომსა და მის გამომწვევ მიზეზებზე. ამ თემას დაუკავშირეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "ჰელადოს". იმსჯელეს, როგორია ეს ქალაქი აღნიშნულ ლიტერატურულ ნაწარმოებში, ზოგადად რა ცნებაა მშობლიური ქალაქი, რატომ იყო სოხუმი ნაწარმოების მთავარი გმირისთვის მშობლიური, ასევე ისაუბრეს იმაზეც, თვითონ როგორი წარმოუდგენიათ ეს ქალაქი.
80-90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკა
    		<description>პროექტი მუსიკა 11 კლასი. თემა: 80-90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკა-ანდერგრაუნდი-ქართული და დასავლური პარალელებით. საᲨუალო საფეხურზე სავალდებულო პროექტის სახით 11 კლასᲨი (მუსიკა) განხორციელდა პროექტი. მიზანი: მუსიკის გამომსახველობითი ხერხების გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაᲨი.სხვადასხვა ეპოქის ესთეტიკური Შეხედულების განსაზღვრა.დასავლური მუსიკალური კულტურის როლი ქართულ თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების მიმართ.
 7