მთავარი გვერდი

          • „გარემოს დაცვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“

            11-ე კლასში ვახორციელებთ პროექტს „გარემოს დაცვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“. პროექტის ფარგლებში კლასმა შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობა განახორციელა ლისის ტბის მიმდებარედ. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ტერიტორიის დასუფთავებაში. მათ შეაგროვეს ისეთი სახის ნარჩენები, რომლებიც გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს. ამ ინიციატივამ ხელი შეუწყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა აუცილებელია ბუნების დაცვისთვის

          • “ყველა წვეთი ძვირფასია”

            კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა” კერძო სკოლა “გრაალში” ჩაატარა ტრენინგი თემაზე “ყველა წვეთი ძვირფასია”. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას წყლის რესურსთან დაკავშირებით. მათ ამ მნიშვნელოვან თემაზე ვრცელი ინფორმაცია მიიღეს, მასალის უკეთ გასააზრებლად კი გამოყენებული იყო სახალისო მეთოდები. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა ითამაშეს სამაგიდო თამაში, რომელშიც ჩართული იყო ვიქტორინა. შემოწმდა, რამდენად კარგად გაიაზრეს ახალი მასალა. ღონისძიების ბოლოს მინაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

          • ტვინების ბრძოლა

            გრაალის სკოლაში“გუგლი შვებულებაშია”

            სკოლა გრაალმა ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.

            შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სკოლა გრაალის შიდა სასკოლო ტურში შვიდმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.

    • პარტნიორები

      • {#1508} 1
      • {#1508} 2
      • {#1508} 3
      • {#1508} 4
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      კვირა 14/12/2025
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად