გვინდა, სიამაყით გავაზიაროთ, რომ სკოლა „გრაალის“ დირექტორმა მარიამ სახელაშვილმა წარმატებით დაასრულა Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს თანამშრომლობით შექმნილი, MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პედაგოგების სასერტიფიკატო სამეწარმეო პროგრამა.
🎓 პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მარიამ სახელაშვილს სერტიფიკატი გადაეცა კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კერძო და საჯარო სკოლების პედაგოგებისა და დირექტორებისთვის გაიმართა.
🚀 პროგრამა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ თანამედროვე სამეწარმეო განათლების მიდგომებს, განივითარონ პრაქტიკული უნარები და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ინიციატივის, კრეატიული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და ლიდერული უნარების განვითარებისთვის.
უკვე მეორე წელია, SEU Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-თან თანამშრომლობით საქართველოში MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ სამეწარმეო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს, რითაც სტუდენტებისთვის, პედაგოგებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის.
🌟 სკოლა „გრაალი“ ამაყობს მარიამ სახელაშვილის მიღწევით და მოხარულია, რომ ჩვენი სკოლის ხელმძღვანელი პროფესიული განვითარების გზაზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სასკოლო საზოგადოებისა და მოსწავლეების განვითარებას მოახმარს.
ვულოცავთ მარიამ სახელაშვილს წარმატებით დასრულებულ პროგრამას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას პროფესიულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში! 🇬🇪🎓🚀