• სოციალური მედია და მისი გავლენა საზოგადოებაზე

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა, წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე „სოციალური მედია და მისი გავლენა საზოგადოებაზე“. ისაუბრეს, საქართველოში სოციალური პლატფორმების გამოყენების შედეგებზე, შეაფასეს მისი გავლენა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. მოსწავლეებისთვის, ამ საკითხზე მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან, როგორც თავად აღწერეს პროცესი, ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, რამაც გავლენა იქონია მათი მხრიდან სოციალური პლატფორმების გამოყენების სიხშირეზე.

          • სხეულის ინერტულობა.

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკის მასწავლებელ ალეკო ენდელაძესთან ერთად ჩაატარეს ექსპერიმენტი სხეულის ინერტულობის საკითხის შემოწმება.

          • "მოგზაურობა აფრიკაში" და "გაღმა ნაპირი"

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - ნუგზარ შატაიძის მოთხრობა "მოგზაურობა აფრიკაში" და გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი" - შედარებითი ანალიზი. იმსჯელეს ნაწარმოებებში წამოჭრილ ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა: ოკუპაცია, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მძიმე ხვედრი და საზოგადოების დიდი ნაწილის გულგრილი დამოკიდებულება მათ მიმართ, ასევე იმსჯელეს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. წარდგინებას სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და ისტორიის პედაგოგი ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს მათ შეაფასეს მოსწავლეების ნამუშევრები და მისცეს რჩევები.

            საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია

          • „ჩემი ბიზნეს იდეა“

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მოამზადეს პროექტი სახელწოდებით „ჩემი ბიზნეს იდეა“, სამუშაოს ჰქონდა ჯგუფური სახე. მოსწავლეემა წარადგინეს საკუთარი ბიზნეს იდეები, მათი გენერირების მეთოდები და პროდუქტი რომელიც ემსახურება კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას. მოსწავლეებმა გაცვალეს ინფორმაციები, დასვეს კითხვები და შეაჯამეს მათ მიერ შესრულებული სამუშაო. კერძო სკოლა „გრაალი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პროექტული სწავლების გზით განვითარდნენ, იპოვონ ჰობი და საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი უნარი, რაც დაეხმარება მათ მომავალი კარიერის დაგეგმვაში. პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებისთვის ბევრად სახალისო და საინტერესო პროცესია, სადაც კრიტიკულ აზროვნებას ეჩვევიან და იძენენ პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო უნარებს.

            საგნის მასწავლებელი: თამარ კირთაძე

          • "კაცია-ადამიანი?!"

          •  

            კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე "კაცია-ადამიანი?!" მათ ერთმანეთს შეადარეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობა და ს. და ქ. დოლიძეების ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც ი. ჭავჭავაძის მოთხრობის ეკრანიზაციას წარმოადგენს. იმსჯელეს, რა არის ამ ნაწარმოებების მთავარი სათქმელი, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის, სად უფრო სრულყოფილადაა იდეა გამოხატული, ასევე შექმნეს ილუსტრაციები, თვითონ როგორები წარმოუდგენიათ ლუარსაბი და დარეჯანი.

            საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია

          • 2 თებერვალი წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეა

          • 2 თებერვალი წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს და ხმამაღლა წაიკითხეს ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან "კაცია-ადამიანი?!" და ნუგზარ შატაიძის მოთხრობიდან "მოგზაურობა აფრიკაში". მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს, რა არის ამ ნაწარმოებების მთავარი სათქმელი და რამდენად აქტუალურია ამ მხატვრულ ტექსტებში ასახული პრობლემები 21-ე საუკუნეში.

          • "ჩემი საყვარელი ფილმი და ჟანრი."

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, გააკეთეს პროექტი. ისინი, დიდი პასუხისმგებლობით და შემოქმედებითად მოეკიდნენ დავალებას,შექმნეს ილუსტრირებული პოსტერები, თემაზე "ჩემი საყვარელი ფილმი და ჟანრი." აღწერეს პროექტზე მუშაობის პროცესი, ისაუბრეს თუ რამდენად საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, რა საჭირო უნარები გამოუმუშავდათ და ასევე რამდენად დაეხმარა ამ ტიპის სწავლება მათ ცოდნის გაღრმავებაში. ზეპირი კომუნიკაცია მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დახვეწონ მეტყველება, ისაუბრონ გამართულად და შეუფერხებლად, ზრდის მათ ინტერესს უცხო ენისადმი და ამაღლებს მოტივაციას. პროექტული სწავლების გზით,მოსწავლეები მეტი ხალისითა და ინტერესით ერთვებიან სასწავლო პროცესში, ეძლევათ საშუალება, გამოავლინონ და დახვეწონ თავიანთი უნარები. პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესი და მათთან ერთად შევარჩიოთ განსახორციელებელი პროექტი, რომელიც მორგებული იქნება მათ ინტერესებზე.

            საგნის პედაგოგი: თამარ კირთაძე

          • სოხუმი

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე "სოხუმი -მულტიკულტურული ქალაქი". ყურადღება გაამახვილეს საქართველს ამ უძველესი და მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორიაზე, მის მრავალეთნიკურობაზე, მრავალფეროვან კულტურაზე... ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ომსა და მის გამომწვევ მიზეზებზე. ამ თემას დაუკავშირეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "ჰელადოს". იმსჯელეს, როგორია ეს ქალაქი აღნიშნულ ლიტერატურულ ნაწარმოებში, ზოგადად რა ცნებაა მშობლიური ქალაქი, რატომ იყო სოხუმი ნაწარმოების მთავარი გმირისთვის მშობლიური, ასევე ისაუბრეს იმაზეც, თვითონ როგორი წარმოუდგენიათ ეს ქალაქი.

          • 80-90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკა

          • პროექტი მუსიკა 11 კლასი. თემა: 80-90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკა-ანდერგრაუნდი-ქართული და დასავლური პარალელებით. საᲨუალო საფეხურზე სავალდებულო პროექტის სახით 11 კლასᲨი (მუსიკა) განხორციელდა პროექტი. მიზანი: მუსიკის გამომსახველობითი ხერხების გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაᲨი.სხვადასხვა ეპოქის ესთეტიკური Შეხედულების განსაზღვრა.დასავლური მუსიკალური კულტურის როლი ქართულ თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების მიმართ.

          • ჩვენი სკოლა

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს გადაცემა თემაზე "ჩვენი სკოლა". თავად აირჩიეს სტუმარი - ინგლისურის პედაგოგი თამუნა კირთაძე და მას დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა, მაგალითად, როგორ შეიცვალა სკოლებში სასწავლო პროცესი ბოლო წლებში, რატომ გადაწყვიტა პედაგოგობა, რა არის თანამედროვე სწავლების ყველაზე ძლიერი და სუსტი მხარე, ახსენდება თუ არა სასიამოვნოდ მოსწავლეობის პერიოდი... შემდეგ მოაწყვეს დისკუსია თემაზე "ჩვენი სკოლა", იმსჯელეს რა მოსწონთ, რის შეცვლას ისურვებდნენ, როგორია მათი მოლოდინები და გეგმები... აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეისწავლეს სკოლასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნაწარმოებები: რევაზ ინანიშვილის "დამრიგებელი", გუგული ტოგონიძის "ხისმაცქერალი კაცის ამბავი" და მერაბ ბერძენიშვილის მოგონება "დამნაშავე დასჯილია", რის შემდეგაც ამ ტექსტებში გაანალიზებული თემები დააკავშირეს თანამედროვეობასთან და ყურადღება გაამახვილეს პრობლემების გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე.

            საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია

          • როლური თამაში

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გააკეთეს აქტივობა "როლური თამაში" და ამირან ჭიჭინაძის საბავშვო მოთხრობიდან "სუფლიორი" გააცოცხლეს რამდენიმე სცენა. თითოეულმა მოსწავლემ სხვადასხვა ეპიზოდის გათამაშებისას მოირგო სხვადასხვა პერსონაჟის როლი. აქტივობა მათთვის ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მსგავსი ტიპის როლური თამაშები ხელს უწყობს ლიტერატურული ტექსტის გააზრებას, აადვილებს სიუჟეტის დამახსოვრებას, ავითარებს ვერბალურ უნარებსა და შემოქმედებით ფანტაზიას, ზრდის მოსწავლეების ინტერესს მხატვრული ტექსტებისადმი.

            საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია

          • სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი

          • კერძო სკოლა "გრაალის" მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ და დაათვალიერეს იქ დაცული სამუზეუმო ექსპონატები, კერძოდ, ისტორიულ-არქეოლოგიური მასალა, ოქროს ფონდი - ახალგორისა და ვანის განძის სამუზეუმო ექსპონატები, თრიალეთის ოქროს თასი, წნორის ლომი, უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, ოქროსა და ვერცხლის უძვირფასესი სამკაულები, ქვისა და ბრინჯაოს ხანის კავკასიის ისტორიული მემკვიდრეობა, ასევე მუზეუმში დაცული ყაჯარული პორტრეტები და იმავე შენობაში განთავსებული საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. აღსანიშნავია, რომ მე-9 კლასის მოსწავლეებმა სულ ახლახან შეისწავლეს რეზო თაბუკაშვილის კინომოთხრობა "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი", რომელიც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) უდიდეს ღვაწლს ეძღვნებოდა. მუზეუმში ვიზიტმა მოსწავლეებს შეუქმნა ზოგადი წარმოდგენა იმ უდიდეს მატერიალურ და სულიერ საგანძურზე, რომლის დაცვა-პატრონობაც წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს ხვდა წილად. მსგავსი ტიპის გასვლითი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას და ემსახურება ქართული კულტურული საგანძურის პოპულარიზაციას.

            საგნის პედაგოგი - სოფიო წულაია

          • თემა , რომელიც მაინტერესებს.

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მოამზადეს პრეზენტაციები იმ თემებზე, რომელიც მათ ინტერესთა სფეროს წარმოადგენდა. შედეგად, მუშაობის პროცესი მათთვის ბევრად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, რაზეც მათ მიერ წარდგენილი ნამუშევრები მოწმობდა. მოსწავლეებმა, პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, მიიღეს შესაბამისი უკუკავშირი. დადებითი უკუკავშირის მიღება, მოსწავლეებისთვის არის ძალიან დიდი მოტივატორი, ხედავენ,რომ გაწეული შრომა სამართლიანად უფასდებათ. კერძო სკოლა „გრაალში“ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე, ხშირი პრეზენტირებით განივითარონ ის უნარები, რაც მათ გაუმარტივებს საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრების პროცესს. ისინი ეჩვევიან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, სწავლობენ აუდიტორიასთან ურთიერთობასა და ერთმანეთისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გაზიარებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამენ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად.

            საგნის მასწავლებელი: თამარ კირთაძე

          • მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის რომანიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", შემდეგ კი ნახეს თენგიზ აბულაძის ამავე სახელწოდების ფილმი. იმსჯელეს იუმორის რაობაზე, ლიტერატურულ პირველწყაროსა და ფილმს შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებებზე, ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მთავარ მახასიათებლებზე, იმაზე, თუ როგორ აისახა მეორე მსოფლიო ომი მის მოთხრობებში, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • ტექნოლოგიური ევოლუცია შუა საუკუნეებიდან დღემდე

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე -10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში, წარადგინეს პრეზენტაციები ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღეს, საკმაოდ აქტუალურია. მაგალითად: 1.სოციალური მედიის როლი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. 2.კინოწარმოების ისტორია. 3.ხელოვნური ინტელექტის ევოლუცია. 4.ტექნოლოგიური ევოლუცია შუა საუკუნეებიდან დღემდე. 5.მოზარდებში კვების დარღვევა და მასთან გამკლავება. 6.ბულინგი სკოლაში. 7.სოციალური და ფსიქოლოგიური განათლება, როგორც პრევენციული ღონისძიება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ. 8.გარეგნობა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება. 9. ახალგაზრდების ყველაზე პერსპექტიული პროფესიები თანამედროვე მსოფლიოში. მოსწავლეებმა ნაყოფიერად იმუშავეს და საინტერესოდ წარმართეს პრეზენტირების პროცესი,რაც გამოიხატებოდა მათ მზაობაში, საკითხების ფართოდ განვრცობასა და მათ გარშემო დასმულ აქტიურ კითხვა-პასუხებში. მოსწავლეების მხრიდან,ამ სახის მუშაობამ,ხელი შეუწყო მათი ლექსიკურ-გრამატიკული მარაგის გამდიდრებასა და სხვადასხვა საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებას გამრავალფეროვნებას.

            საგნის მასწავლებელი: თამარ კირთაძე

          • ბოლო დროს მომხდარი სტიქიური მოვლენები

          • კერძო სკოლა “გრაალის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე “ ბოლო დროს მომხდარი სტიქიური მოვლენები“. მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ სტიქიურ მოვლენებსა და მათი გამოწვევის მიზეზებზე. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოიტანეს დასკვნები სტიქიური მოვლენების მაშტაბურობასა და საშიშროების რისკებზე. პრეზენტაციის მიზანი იყო,ლექსიკურ- გრამატიკული ცოდნის გამდიდრება/ დახვეწა და ამავდროულად იმის გააზრება,რომ ბუნებრივი სტიქიური პროცესები მაღალ საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობას, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკას. პრეზენტაციას, არსებული საკითხიდან გამომდინარე ჰქონდა ინტეგრირებული გაკვეთილის სახე. მოსწავლეებს, ლექსიკური ცოდნის გაღრმავების პარალელურად განუვითარდათ გეოგრაფიული უნარები, რომელიც საჭიროა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების, სივრცობრივი განაწილებისა და პროცესებსა და მოვლენებს შორის ასოციაციური კავშირების დასადგენად.

            საგნის მასწავლებელი:თამარ კირთაძე

          • ჩემი საყვარელი წიგნი

          • სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე "ჩემი საყვარელი წიგნი". ყურადღება გაამახვილეს, რატომ მოსწონთ მათ მიერ არჩეული ლიტერატურული ნაწარმოები, რა არის ავტორის მთავარი სათქმელი, ასევე ერთმანეთს მისცეს რჩევები და ურჩიეს წიგნები. სოფია ბაკურაძემ წარადგინა ერიხ ემანუელ შმიტის მცირე რომანი "ვარდისფერი ქალბატონი", რომელმაც თანაკლასელების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ალექსანდრე ლღიღვაშვილმა და ალექსი ალექსანდრიამ თავიანთ საყვარელ ჟანრზე, იაპონურ მანგაზე ისაუბრეს, კესანე გელოვანმა კი წარადგინა როლან დალის საბავშვო რომანი "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა". ირინე წიკლაურის თქმით, მას საყვარელი წიგნი ჯერ არ აქვს, მაგრამ მოსწონს ნოდარ დუმბაძის მოთხრობები.

          • "სამშობლოსა და ადამიანს შორის არსებული სულიერი კავშირი უწყვეტია"

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე "სამშობლოსა და ადამიანს შორის არსებული სულიერი კავშირი უწყვეტია". წარდგინების ფარგლებში მათ განიხილეს ერთი მხრივ, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "მიწის ყივილი", მეორე მხრივ კი გუგული მგელაძის მხატვრული ფილმი "ფესვები". იმსჯელეს რა მსგავსებაა ამ ორ ნაწარმოებს შორის, რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და იდეა სად უფრო სრულყოფილადაა გადმოცემული.