- საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2011 წლის 6 სექტემბერს სკოლა გრაალს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.
- საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2016 წლის 10 სექტემბერს სკოლა გრაალს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (ავტორიზაცია) 7 წლით მიენიჭა მიენიჭა.
- რატომ გრაალი
- რატომ გრაალი წმინდა გრალის თასი ქრისტიანულ სარწმუნოებაში, უფლის სისხლისა და ხორცის- მისი წმინდა ზიარების სიმბოლოა. ქართულ მართლმადიდებლურ ცნობიერებაში მას ხშირად წარმოსახავენ ყრმა უფლის შუბლზედ (გელათის ტაძარი) გრაალის თასი ესაა საშუალება და ხიდი ადამიანურ მოკვდავ ცხოვრებიდან, ქრისტიანულ, მარადიულ ცხოვრებაში გადასასვლელად. გრაალი არის ცნობიერების ამაღლების სულიერი განათლების ნიშანი. სკოლის მისიაც ხომ სწორედ მოზარდთა სულიერი წვრთნა, გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისა და პიროვნული თვისებების სრულყოფაა. სწორედ ამიტომ ჩვენ სკოლას ვუწოდეთ გ რ ა ა ლ ი. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით კერძო სკოლა გრაალში ისწავლება ოთხი უცხო ენა ინგლისური, რუსული, იტალიური და გერმანული,ასევე მოსწავლეთა სწრაფი აზროვნებისა და ლოგიკისგანვითარების მიზნით, ზოგადი უნარების კურსი სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა მომზადებას, როგორც საატესტატო ასევე ეროვნული გამოცდებისთვის.
მალე
გვერდი დამუშავების პროცესშია...