ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა

          •  

            საბაზო საფეხური (VII-IX)

            საშუალო საფეხური (IX-XII)

            ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის სასწავლო პროგრამს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების სწავლებას, როგორებიცაა:

            • ქართული ენა და ლიტერატურა
            • მათემატიკა
            • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნები (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია)
            • უცხოური ენები (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული, იტალიური)
            • საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნები (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება)
            • საინფორმაციო ტექნოლოგიები
            • ხელოვნება
            • სპორტი
            • დებატები

            ჩვენთან მოსწავლეებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვთ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი.

            საბაზო საფეხურზე დიდი ყურადღება ეთმობა პროექტულ სწავლებას და მოსწავლეებში გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი უნარების განვითარებას. აღნიშნულ საფეხურზე სწავლების განუყოფელი ნაწილია მრავალფეროვანი, ინტეგრირებული გაკვეთილები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე ორიენტირებულია როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაზე, ასევე საგანში მიღებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე. ასევე, იმართება დებატები, რაც ხელს უწყობს საფუძვლიანი განათლების მიღებას და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას მომდევნო საფეხურზე წარმატებული სწავლისათვის.

            საბაზო საფეხურის დაძლევის შემდეგ მოსწავლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – საბაზო განათლების ატესტატს.

             

            ჩვენი სკოლის საშუალო საფეხურის სასწავლო პროგრამა მოსწავლეების ყველა იმ უნარ-ჩვევის განვითარებას ითვალისწინებს, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. უფროსი კლასების საგნობრივი პროგრამები ეფუძნება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ჩვენი პედაგოგები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ სწავლების სპეციფიკასა და მეთოდოლოგიას.

            მაღალ კლასებში მეცადინეობები ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში.

            ჩვენი სკოლის უმთავრეს ამოცანას უფროსკლასელების ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მომზადება, მათი დასახული მიზნის მიღწევაში დახმარება და სირთულეებისთვის მზაობა წარმოადგენს.

            საშუალო საფეხურის დაძლევის შემდეგ მოსწავლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – სრული ზოგადი განათლების ატესტატს.