• მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის რომანიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", შემდეგ კი ნახეს თენგიზ აბულაძის ამავე სახელწოდების ფილმი. იმსჯელეს იუმორის რაობაზე, ლიტერატურულ პირველწყაროსა და ფილმს შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებებზე, ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მთავარ მახასიათებლებზე, იმაზე, თუ როგორ აისახა მეორე მსოფლიო ომი მის მოთხრობებში, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • ტექნოლოგიური ევოლუცია შუა საუკუნეებიდან დღემდე

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე -10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში, წარადგინეს პრეზენტაციები ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღეს, საკმაოდ აქტუალურია. მაგალითად: 1.სოციალური მედიის როლი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. 2.კინოწარმოების ისტორია. 3.ხელოვნური ინტელექტის ევოლუცია. 4.ტექნოლოგიური ევოლუცია შუა საუკუნეებიდან დღემდე. 5.მოზარდებში კვების დარღვევა და მასთან გამკლავება. 6.ბულინგი სკოლაში. 7.სოციალური და ფსიქოლოგიური განათლება, როგორც პრევენციული ღონისძიება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ. 8.გარეგნობა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება. 9. ახალგაზრდების ყველაზე პერსპექტიული პროფესიები თანამედროვე მსოფლიოში. მოსწავლეებმა ნაყოფიერად იმუშავეს და საინტერესოდ წარმართეს პრეზენტირების პროცესი,რაც გამოიხატებოდა მათ მზაობაში, საკითხების ფართოდ განვრცობასა და მათ გარშემო დასმულ აქტიურ კითხვა-პასუხებში. მოსწავლეების მხრიდან,ამ სახის მუშაობამ,ხელი შეუწყო მათი ლექსიკურ-გრამატიკული მარაგის გამდიდრებასა და სხვადასხვა საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებას გამრავალფეროვნებას.

            საგნის მასწავლებელი: თამარ კირთაძე

          • ბოლო დროს მომხდარი სტიქიური მოვლენები

          • კერძო სკოლა “გრაალის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე “ ბოლო დროს მომხდარი სტიქიური მოვლენები“. მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ სტიქიურ მოვლენებსა და მათი გამოწვევის მიზეზებზე. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოიტანეს დასკვნები სტიქიური მოვლენების მაშტაბურობასა და საშიშროების რისკებზე. პრეზენტაციის მიზანი იყო,ლექსიკურ- გრამატიკული ცოდნის გამდიდრება/ დახვეწა და ამავდროულად იმის გააზრება,რომ ბუნებრივი სტიქიური პროცესები მაღალ საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობას, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკას. პრეზენტაციას, არსებული საკითხიდან გამომდინარე ჰქონდა ინტეგრირებული გაკვეთილის სახე. მოსწავლეებს, ლექსიკური ცოდნის გაღრმავების პარალელურად განუვითარდათ გეოგრაფიული უნარები, რომელიც საჭიროა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების, სივრცობრივი განაწილებისა და პროცესებსა და მოვლენებს შორის ასოციაციური კავშირების დასადგენად.

            საგნის მასწავლებელი:თამარ კირთაძე

          • ჩემი საყვარელი წიგნი

          • სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე "ჩემი საყვარელი წიგნი". ყურადღება გაამახვილეს, რატომ მოსწონთ მათ მიერ არჩეული ლიტერატურული ნაწარმოები, რა არის ავტორის მთავარი სათქმელი, ასევე ერთმანეთს მისცეს რჩევები და ურჩიეს წიგნები. სოფია ბაკურაძემ წარადგინა ერიხ ემანუელ შმიტის მცირე რომანი "ვარდისფერი ქალბატონი", რომელმაც თანაკლასელების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ალექსანდრე ლღიღვაშვილმა და ალექსი ალექსანდრიამ თავიანთ საყვარელ ჟანრზე, იაპონურ მანგაზე ისაუბრეს, კესანე გელოვანმა კი წარადგინა როლან დალის საბავშვო რომანი "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა". ირინე წიკლაურის თქმით, მას საყვარელი წიგნი ჯერ არ აქვს, მაგრამ მოსწონს ნოდარ დუმბაძის მოთხრობები.

          • "სამშობლოსა და ადამიანს შორის არსებული სულიერი კავშირი უწყვეტია"

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე "სამშობლოსა და ადამიანს შორის არსებული სულიერი კავშირი უწყვეტია". წარდგინების ფარგლებში მათ განიხილეს ერთი მხრივ, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "მიწის ყივილი", მეორე მხრივ კი გუგული მგელაძის მხატვრული ფილმი "ფესვები". იმსჯელეს რა მსგავსებაა ამ ორ ნაწარმოებს შორის, რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და იდეა სად უფრო სრულყოფილადაა გადმოცემული.