სკოლა “გრაალში” სტუმრად იმყოფებოდა ხელოვნებათმცოდნე და რესტავრატორი,
პროფესორი თათია ბაკურაძე.
ღონისძიების ფარგლებში ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით.
ისაუბრეს გელათის ტაძრის ისტორიაზე, მის უნიკალურ მოზაიკურ ფრესკასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ძეგლთა დაცვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რის შემდეგაც თათია ბაკურაძემ მოსწავლეებს რამდენიმე დაზიანებული ხელოვნების ნიმუშის მაგალითზე გააცნო, როგორ იწმინდება კულტურული მემკვიდრეობა და როგორ უტარდება რესტავრაცია-კონსერვაცია.
ღონისძიება ჩატარდა პროექტული სწავლების ფარგლებში სახვით ხელოვნებასა და მოქალაქეობაში.
პედაგოგები - მარიამ სახელაშვილი და სოფო წულაია