სიახლეები

          • სტუმრად : ხელოვნების და ეროვნულ მუზეუმში

          • კერძო სკოლა “გრაალის” მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ და დაათვალიერეს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები. მათ შორის, ქრისტიანული ხელოვნების შედევრები: ანჩისხატი, აწყურისა და ხახულის ხატები, ბედიის ბარძიმი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი… ასევე ცნობილი ქართველი მხატვრების: ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის ნამუშევრები და ევროპული დაზგური მხატვრობის ნიმუშები.