სიახლეები

          • პროექტზე დაფუძნებული სწავლება

          • მე-8 კლასის ორი ჯგუფის მიერ შესრულებული პროექტები თემებზე Conspiracy Theories და Fashion Through Time: Past, Present, and Future წარმატებით განხორციელდა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს მასალებზე, მოამზადეს პრეზენტაციები და წარადგინეს პროექტები შემაჯამებელი წერის ფორმატით. პროექტზე დაფუძნებულმა სწავლებამ გაამართლა: მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართული, პრეზენტაციები იყო შინაარსობრივად მდიდარი და კარგად ორგანიზებული. შეფასებები აჩვენებს, რომ მათ მოახერხეს ენის, კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების გაერთიანება ერთიან პროდუქტში.