კერძო სკოლა "გრაალის" მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - ნუგზარ შატაიძის მოთხრობა "მოგზაურობა აფრიკაში" და გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი" - შედარებითი ანალიზი. იმსჯელეს ნაწარმოებებში წამოჭრილ ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა: ოკუპაცია, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მძიმე ხვედრი და საზოგადოების დიდი ნაწილის გულგრილი დამოკიდებულება მათ მიმართ, ასევე იმსჯელეს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. წარდგინებას სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და ისტორიის პედაგოგი ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს მათ შეაფასეს მოსწავლეების ნამუშევრები და მისცეს რჩევები.
საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია