• სტუმრად პარლამენტში

          • ქ. თბილისის კერძო სკოლა "გრაალი"-ს მოსწავლეები იმყოფებიდნენ ექსკურსიაზე საქართველოს პარლამენტში, მათ დაათვალიერეს ისტორიული შენობა, მუზეუმი და სასესიო დარბაზი. ასევე დეტალურად გაეცნენ საქართველოს პარლამენტის შექმნისა და არსებობის ისტორიას

          • ტექნოლოგიების დადებით და უარყოფითი მხარეები

          • კერძო სკოლა ’’გრაალის“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე, ერთ-ერთი საკითხს წარმოადგენდა “The impact of technology on society”. საპრეზენტაციოდ შერჩეულ იქნა ისეთი თემები, რომელთა გამოყენების არეალი საკმაოდ ვრცელია და მათი გავლენა დიდი დოზით აისახება საზოგადოებაზე. მოსწავლეებმა იმსჯელეს ტექნოლოგიის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მისი გავლენის სიმძაფრეზე და გაიაზრეს, რომ ტექნოლოგია ასრულებს ფუნდამენტურ როლს მათ ცხოვრებაში და სწორედ მისი საშუალებით ხდება ყოველი საქმის წარმართვა და ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვანი ასპექტების ჩამოყალიბება. მოსწავლეების ხშირი მუშაობა მსგავს თემებზე, ხელს უწყობს მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და საჭირო ცოდნით აღჭურვას, რათა დაფიქრდნენ იმ საკითხებზე, რომლებიც მათი ყოველდღიურობის თანმდევი ნაწილია. სკოლა “გრაალი“ ყოველმხრივ უჭერს მხარს და უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას მნიშვნელოვან პროექტებში, რისი საშუალებითაც უყალიბებს მათ იმ საჭირო და აუცილებელ ცხოვრებისეულ უნარებს, რომლებიც უქმნის მოსწავლეებს გონებრივ და ემოციურ მზაობას რეალურ სამყაროში თავის დასამკვიდრებლად.

            მოსწავლეები: გიორგი აბაზაძე; ანასტასია კილანავა და ლუკა ჩხიტუნიძე

            მასწავლებელი: თამარ კირთაძე

          • კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი

          • სკოლა "გრაალის" მე-8 კლასის მოსწავლეები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ და დარგის სპეციალისტების დახმარებით დაათვალიერეს უძველესი ქართული ხელნაწერების მულაჟები და ორიგინალები: გელათისა და ალავერდის, მოქვისა და ვარძიის, ბერთისა და წყაროსთავის ოთხთავები, "ვეფხისტყაოსნის" მე-17 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერები, საეკლესიო გულანები, ერეკლე მეორის იურიდიული დოკუმენტები... გაეცნენ ეტრატზე წერისა და მასზე მინიატურების გამოსახვის ტექნიკას, პერგამენტების დამზადებისა და პალიმფსესტების წაკითხვის წესს, მინიატურებსა და ორნამენტებს. სკოლა "გრაალი" მადლობას უხდის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გულთბილი მიღებისა და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. აღსანიშნავია, რომ მე-8 კლასელებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში სულ ახლახან შეისწავლეს შატბერდის სამი ოთხთავის - ჯრუჭის, პარხალისა და ადიშის სახარებების ისტორია. აღნიშნული ხელოვნების ნიმუშების მულაჟების ნახვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსწავლეების ცოდნას ამ საკითხთან დაკავშირებით.

            კლასის დამრიგებელი:სოფიო წულაია