• ადიქცია

          • 21- საუკუნის ყველაზე აქტუალური პრობლემიდან გამომდინარე, მოქალაქეობის პროექტული სწავლების ფარგლებში შეირჩა სამუშაო თემა - დიქცია. კერძო სკოლა "გრაალის" მე-10 კლასში მოიწვიეს ბავშვთა ფსიქოლოგი ეკა ბურკიაშვილი, რომელმაც ჩაატარა ლექცია აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც  მოსწავლეებს კიდევ უფრო გაუღრმავდათ  ცოდნა  მოცემული საკითხისადმი. ლექცია  მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჯიმში.

          • ძველი ქართული და უცხოური ფილმების შედარება

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე -8 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება ინგლისურ ენაში. დავალების მიზანი იყო ძველი ქართული და უცხოური ფილმების შედარება. „ფილმებით სწავლება” შეიძლება ასე ვუწოდოთ, მასწავლებელს რამდენიმე საგნის ინტეგრაციის საშუალებას აძლევს, იქნება ეს ინგლისური, ისტორია, ხელოვნება თუ ლიტერატურა. დავალების შესრულებამდე მოსწავლეებმა უყურეს ფილმებს, შემდეგ შექმნეს პერსონაჟთა ილუსტრაციები და შეადარეს ფილმის ვერსიები რეალურ ისტორიულ მოვლენებს, რისთვისაც გამოიყენეს ის ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გამონაგონი ისტორიული რეალობისგან განასხვავონ.

            საგნის მასწავლებელი: თამარ კირთაძე

          • ეკოლოგიური პრობლემები

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-10 კლასში ჩატარდა პრეზენტაცია გეოგრაფიაში. მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი თემები: მწვანე რევოლუცია, გენმოდიფიცირებული პროდუქტი და ეკოლოგიური პრობლემები, ასევე წარმოადგინეს სლაიდები და იმსჯელეს ამ საკითხებთან დაკავსირებულ ძირითად პრობლემებზე.

          • "ჩემი გალაკტიონი"

          • კერძო სკოლა "გრაალში" ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა პოეზიის საღამო სახელწოდებით "ჩემი გალაკტიონი". კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების ამაღლება, ესთეტიკური გემოვნების დახვეწა, პოეზიის სიყვარულის გაღრმავება, მხატვრული კითხვის ხელოვნების პოპულარიზაცია და ამ კუთხით ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, ასევე ავტორის ცნობილი ლექსების ინგლისური, რუსული და იტალიური თარგმანები. ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლის დირექციამ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: სკოლის საუკეთესო დეკლამატორი გახდა მე-9 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბოლქვაძე. გალაკტიონის პოეზიის საუკეთესო წაკითხვისთვის იტალიურ ენაზე სიგელი გადაეცა ანდრია არჩაიას, პოეტის ინგლისურენოვანი ლექსის საუკეთესო წაკითხვისთვის დაჯილდოვდა მე-11 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჩაჩხუნაშვილი. აღსანიშნავია, რომ მან გალაკტიონის ლექსი "13 წლის ხარ" თავადვე თარგმნა. პოეტის ზუსტი წარმოჩენისთვის სიგელი გადაეცა 10 კლასის მოსწავლე გიორგი აბაზაძეს. პოეტის ლექსის რუსულენოვანი თარგმანის საუკეთესოდ წაკითხვისთვის დაჯილდოვდა მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ჯინჭარაძე. გამოვლინდა ჟიურის სიმპათიაც - მე-9 კლასის მოსწავლე თეკლა ბანძელაძე და 10 კლასის მოსწავლე ანდრია გიორგაძე ღონისძიების დასრულების შემდეგ კათედრის წევრებმა (ცირა გოგებაშვილი; სოფიო წულაია; გიორგი ჭაბაშვილი, ელენე სოფრომაძე, თამარ კირთაძე სკოლის ადმინისტრაციამ საღამო შეაჯამეს და მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.

             

          • ინტეგრირებული გაკვეთილი პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და ქიმიაში.

          • კერძო სკოლა "გრაალში" ლაბორატოროული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. ხილსა და ბოსტნეულში არსებული ბუნებრივი საღებრების მეშვეობით მოსწავლეებმა ნამუშევრების შესრულება სცადეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები

            ქიმიის პედაგოგი: ნათია მგალობლიშვილი

            პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში: ს. წულაია

             

          • ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და სახვით ხელოვნებაში.

          • კერძო სკოლა "გრაალში" ლაბორატოროული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და სახვით ხელოვნებაში. ხილსა და ბოსტნეულში არსებული ბუნებრივი საღებრების მეშვეობით მოსწავლეებმა ნამუშევრების შესრულება სცადეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები

          • ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობა

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-8 კლასელებს სპორტის პედაგოგმა, ლევან ჩხეიძემ წაუკითხა მინი ლექცია თემაზე: "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობა". სწორი და დაბალანსებული კვება, ვარჯიშის როლი ადამიანის ცხოვრებაში, ე.წ ფასტ ფუდის მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ძილისა და წყლის როლი მოზარდობის ასაკში, მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული უარყოფითი მხარეები... ეს მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც პედაგოგმა ყურადღება გაამახვილა. ლექციის დასრულების შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

          • პროექტული სწავლება

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-10 კლასში პროექტული სწავლების ფარგლებში ხორციელდება პროექტი "თბილისში მდებარე ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ტაძრები". იგეგმება ორენოვანი (ქართულ_ინგლისური) ბუკლეტის დამზადება, რომელშიც შევა: სამების საპატრიარქო ტაძრის, ქვაშვეთის, სიონის, ანჩისხატის, ლურჯი მონასტრის, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის, მამა დავითის, მეტეხის... მცირე ზომის ისტორიები, ასევე განისაზღვრება მათი, როგორც ხელოვნების ნიმუშების მხატვრული ღირებულება. ბუკლეტი გამდიდრდება საინტერესო ვიზუალური მასალითაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგთან, სოფიო წულაიასა და ინგლისური ენის პედაგოგთან, თამუნა კირთაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქვაშვეთის, სიონისა და ანჩისხატის ტაძრებში. პედაგოგების დახმარებით გაეცნენ თითოეული ძეგლის მოკლე ისტორიას, განსაზღვრეს მათი არქიტექტურული ტიპი, დაათვალიერეს ფრესკები, მოილოცეს იქ დაცული სიწმინდეები, პატრიარქების საფლავები და ბუკლეტისთვის გადაიღეს მნიშვნელოვანი ფოტომასალა.