სკოლა გრაალის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს პოეტის ბინა, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ნახეს მისი პირადი ნივთები, უცნობი ხელნაწერები და ფოტომასალა.
სიახლეები
სტუმრად გალაკტიონ ტაბიძის სახლმუზეუმში
- 6
„გარემოს დაცვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“
11-ე კლასში ვახორციელებთ პროექტს „გარემოს დაცვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“. პროექტის ფარგლებში კლასმა შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობა განახორციელა ლისის ტბის მიმდებარედ. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ტერიტორიის დასუფთავებაში. მათ შეაგროვეს ისეთი სახის ნარჩენები, რომლებიც გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს. ამ ინიციატივამ ხელი შეუწყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა აუცილებელია ბუნების დაცვისთვის
2
“ყველა წვეთი ძვირფასია”
კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა” კერძო სკოლა “გრაალში” ჩაატარა ტრენინგი თემაზე “ყველა წვეთი ძვირფასია”. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას წყლის რესურსთან დაკავშირებით. მათ ამ მნიშვნელოვან თემაზე ვრცელი ინფორმაცია მიიღეს, მასალის უკეთ გასააზრებლად კი გამოყენებული იყო სახალისო მეთოდები. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა ითამაშეს სამაგიდო თამაში, რომელშიც ჩართული იყო ვიქტორინა. შემოწმდა, რამდენად კარგად გაიაზრეს ახალი მასალა. ღონისძიების ბოლოს მინაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ტვინების ბრძოლა
გრაალის სკოლაში“გუგლი შვებულებაშია”
სკოლა გრაალმა ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სკოლა გრაალის შიდა სასკოლო ტურში შვიდმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U12 კატეგორია: “გუგლი შვებულებაშია”, კაპიტანი - ალექსი ალექსანდრია
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ქეთევან ლომინაძე-სახელაშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, მარიამ სახელაშვილს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
სკოლა გრაალის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით სკოლა გრაალის ტვინიკოსები:
რთველი 2025
კიდევ ერთი საუკეთესო დღე სკოლა გრაალში
11
გილოცავთ ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას!
- 3
ჩემო ძვირფასებო,
მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის.
კერძო "სკოლა გრაალი”აცხადებს მიღებას
მიღება დაიწყო VII-XII კლასებში! კერძო "სკოლა გრაალი”აცხადებს მიღებას VII-დან XII კლასის ჩათვლით. ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს აკადემიურად ძლიერ და სრულფასოვან განათლებას — ისე, რომ მოსწავლეს არ ესაჭიროება დამატებითი მომზადება საგნებში. მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, თანამედროვე მეთოდები და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლეს აძლევს წარმატების საშუალებას. სწავლება მიმართულია როგორც ეროვნული გამოცდების, ისე პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მზადებაზე.
დაგვიკავშირდით: ტელ:599474341; 571051188
მისამართი: ირაკლი გამრეკელის N51 (ნუცუბიძის ქუჩა N123. მიმდებარედ)
4
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
მე-8 კლასის ორი ჯგუფის მიერ შესრულებული პროექტები თემებზე Conspiracy Theories და Fashion Through Time: Past, Present, and Future წარმატებით განხორციელდა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს მასალებზე, მოამზადეს პრეზენტაციები და წარადგინეს პროექტები შემაჯამებელი წერის ფორმატით. პროექტზე დაფუძნებულმა სწავლებამ გაამართლა: მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართული, პრეზენტაციები იყო შინაარსობრივად მდიდარი და კარგად ორგანიზებული. შეფასებები აჩვენებს, რომ მათ მოახერხეს ენის, კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების გაერთიანება ერთიან პროდუქტში.
სტუმრად : ხელოვნების და ეროვნულ მუზეუმში
კერძო სკოლა “გრაალის” მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ და დაათვალიერეს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები. მათ შორის, ქრისტიანული ხელოვნების შედევრები: ანჩისხატი, აწყურისა და ხახულის ხატები, ბედიის ბარძიმი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი… ასევე ცნობილი ქართველი მხატვრების: ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის ნამუშევრები და ევროპული დაზგური მხატვრობის ნიმუშები.
8
გაცვლითი პროგრამა იტალიაში
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ გაცვლითი პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა სკოლა ,,გრაალის” VIII კლასის მოსწავლეებმა კესანე გელოვანმა და შაკო მურჯიკნელმა
პროექტის მართვა ხდება ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვასგან”, რადგან გახლავთ იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაცია იტალიის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის.
პროექტი მთლიანობაში მხარდაჭერილია და ხორციელდება იტალიის საელჩოს, მინერვას და სიიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელშეწყობითა და ჩართულობით
შეირჩა თბილისის სკოლებიდან მხოლოდ 10 მოსწავლე, რომლებიც 9-16 მარტს გაემგზავრა სიციილის ქალაქ მენფის სანტი ბივონას საჯარო სკოლაში.
ერთი კვირის მანძილზე მოსწავლეებმა იარეს სკოლაში, მიღეს უამრავ აქტივობაში მონაწილება.
პროექტის დაფინასებულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიერ. პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს კი უმასპინძლა პროექტში ჩართული იტალიური სკოლის ოჯახებმა.
ეს პროქტი მხოლოდ დასაწყისია და საფუძველს ჩაუყრის კიდევ უფრო მეტ გაცვლით პროგრამას და მეტი მოსწავლის მონაწილებას.
სკოლა ,,გრაალი” მადლობას უხდის მინერვას, ქ-ბ მაია ჯიჯელავას და მისი გაცვლითი პროგრამების ხელმძღვანელს რუსუდან გალდავას
1
2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია
"მოგზაურობა იტალიაში"
სკოლა ,,გრაალში'' ჩატარდა ღონისძიება ,,Italia in generale'' ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმოსახვით გვამოგზაურეს იტალიაში
ღონისძიების მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში
მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ქართულ იტალიურ განათლების ცენტრ ,,მინერვას
63
სკოლა “გრაალში” სტუმრად იმყოფებოდა ხელოვნებათმცოდნე და რესტავრატორი, პროფესორი თათია ბაკურაძე.
სკოლა “გრაალში” სტუმრად იმყოფებოდა ხელოვნებათმცოდნე და რესტავრატორი,
პროფესორი თათია ბაკურაძე.
ღონისძიების ფარგლებში ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით.
ისაუბრეს გელათის ტაძრის ისტორიაზე, მის უნიკალურ მოზაიკურ ფრესკასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ძეგლთა დაცვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რის შემდეგაც თათია ბაკურაძემ მოსწავლეებს რამდენიმე დაზიანებული ხელოვნების ნიმუშის მაგალითზე გააცნო, როგორ იწმინდება კულტურული მემკვიდრეობა და როგორ უტარდება რესტავრაცია-კონსერვაცია.
ღონისძიება ჩატარდა პროექტული სწავლების ფარგლებში სახვით ხელოვნებასა და მოქალაქეობაში.
პედაგოგები - მარიამ სახელაშვილი და სოფო წულაია
გილოვათ 2025 წელს!
ერთი ჯადოსნური საღამო სკოლა ,,გრაალში''
გილოვათ 2025 წელს!
20
სტუმრად პარლამენტში
სკოლა ,,გრაალის” მოსწავლეები, სამოქალაქო გაკვეთილის საქართველოს განათლების ფარგლებში, პარლამენტს ესტუმრნენ. მასწავლებლის, მარიამ სახელაშვილის ინიციატივით, უკეთ გაეცნენ საკანონმდებლო შტოსა და საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიას. მოსწავლეებმა თანმხლები პირის დახმარებით დაათვალიერეს პარლამენტის სხვადასხვა დარბაზი და მიიღეს ამომწურავი, ისტორიული ინფორმაცია.
1
"ტვინების ბრძოლა"
სკოლა ,,გრაალში'' წარმატებით ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში ,,ტვინების ბრძოლა''
თითოეული გუნდი აქტიური და მოტივირებული იყო, რაც თამაშს მეტად საინტერესოს ხდიდა
გამარჯვებულ გუნდს ვუსურვებთ საუკეთესო შედეგებს, შემდგომ ეტაპზე!!!
შემოდგომა
2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისი
ისტორიკოსი და მკლევარი ბატ. სიმონ მასხარაშვილი
მინი სამეცნიერო კონფერენცია
სტუმარი: ისტორიკოსი და მკლევარი ბატ. სიმონ მასხარაშვილი
საგნის მასწავლებელი: ბატ. გრიგოლ ძოწენიძემე-9კლასში ჩავატარეთ მცირე სამეცნიერო კონფერენცია:ევროპა პირველ და მეორე მსოფლიოს ომის დროოს!რომლის მიზანი გახლდათ,ისტორიული პროცესების სწვდომა,კრიტიკული მიდგომა ზოგიერთ დაფუძნებულ შეხედულებების მიმართ და სხვადასხვა სახის წყაროების მოძიება გადამუშავების პროცეში მოსწავლეების დახელოვნება!ჩვენს მინი სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად მოვიწვიეთ ცნობილი ისტორიკოსი და მკლევარი ბატ.სიმონ მასხარაშვილი,რომელმაც მოისმინა კერძო სკოლა "გრაალიის" შეგირდების მიერ მომზადებული თემები
და დასასრულს,ბატ სიმონმა მიმართა სიტყვით,მოსწავლებსა და დამსწრე საზოგადოებაას….!!
პროექტული სწავლება მუსიკაში
პროექტული სწავლების ეტაპზე,სემესტრის დასასრულს მე-11 კლასმა წარმოადგინა პროექტი -პრეზენტაცია თემაზე „ რიტუალები და ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში-ფიხონი“.
პროექტის მზადების პირველ ეტაპზე ,კლასში შეიქმნა ორი ჯგუფი.თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ლიდერი.თემებზე მუშაობა მიმდინარეობდა როგორც ინდივიდუალურად ,ასევე ჯგუფურად.
მოსწავლეებს გააზრებული ჰქონდათ თემის მხატვრული მხარე.მისი გამოხატვის ფორმა ტექსტთან მიმართებაში.გააქტიურებული იყო წინარე ცოდნა.მოსწავლეებმა ისაუბრეს მითზე,როგორც სამყაროს აღქმის ფორმაზე.მითი, როგორც ფასეულობათა სისტემა და ცხოვრების წესი.მითი რიტუალებში.მითის როლი მუსიკაში.სხვადასხვა სარიტუალო სიმღერაზე და მათი როლი რიტუალში.
პრეზენტაცია დასრულდა რიტუალის ეპიზოდის გათამაშებით.მოსწავლეებმა გაწერეს „ფიხონის“ სცენარი.გადანაწილდა როლები.შეირჩა ჯგუფი,ვინც განასახიერა პერსონაჟები.
მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა.მათ აქვთ გააზრებული ,რომ რიტუალის ჟანრი არის ტრადიციული ნორმები და წესების ერთობლიობა.
11
სიახლეების არქივი
- დეკემბერი 2025
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- აგვისტო 2025
- ივნისი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- ივნისი 2023
- ყველა
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად