კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს გადაცემა თემაზე "ჩვენი სკოლა". თავად აირჩიეს სტუმარი - ინგლისურის პედაგოგი თამუნა კირთაძე და მას დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა, მაგალითად, როგორ შეიცვალა სკოლებში სასწავლო პროცესი ბოლო წლებში, რატომ გადაწყვიტა პედაგოგობა, რა არის თანამედროვე სწავლების ყველაზე ძლიერი და სუსტი მხარე, ახსენდება თუ არა სასიამოვნოდ მოსწავლეობის პერიოდი... შემდეგ მოაწყვეს დისკუსია თემაზე "ჩვენი სკოლა", იმსჯელეს რა მოსწონთ, რის შეცვლას ისურვებდნენ, როგორია მათი მოლოდინები და გეგმები... აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეისწავლეს სკოლასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნაწარმოებები: რევაზ ინანიშვილის "დამრიგებელი", გუგული ტოგონიძის "ხისმაცქერალი კაცის ამბავი" და მერაბ ბერძენიშვილის მოგონება "დამნაშავე დასჯილია", რის შემდეგაც ამ ტექსტებში გაანალიზებული თემები დააკავშირეს თანამედროვეობასთან და ყურადღება გაამახვილეს პრობლემების გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე.
საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია