კერძო სკოლა “გრაალის“ მე-9 კლასის მოსწავლეებს, ინგლისურ ენაში ჯგუფური სახის მუშაობა და მათთვის საყვარელ და საინტერესო საკითხებზე პრეზენტაციის წარდგენა დაევალათ. კლასი დაიყო რამდენიმე ჯგუფად, თითოეულმა მათგანმა იმუშავა სხვადასხვა თემაზე, რამაც პრეზენტაციის წარდგენის პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. ერთ-ერთი ჯგუფის თემა იყო “The lord of the rings “. პრეზენტაცების წარდგენის მიზანი იყო, მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტირების უნარების დახვეწა. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი პრეზენტაციებს, სამუშაო მასალად გამოიყენეს ფორმატი, თეორიული და ფოტომოსალის კომბინაციით პრეზენტაციის შესრულება, ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი პროცესის განვითარებას და მათი უნარების გამოვლენას, შესაბამისად მოსწავლეებში ძლიერდება ვიზუალური აზროვნება, რისთვისაც საჭირო უნარები მოსწავლეებს სკოლიდანვე უნდა გამოუმუშავდეთ, რათა შეეჩვიონ სახეებით აზროვნებასაც. სკოლა “გრაალს“ გააჩნია მოსწავლეთა განვითარებისთვის საჭირო ყველა ძირითადი რესურსი, რითაც ხელს უწყობს საგნის პედაგოგებს, მეტად აქტიური და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული გახადონ მოსწავლეები და გამოუმუშაონ მათ სამომავლოდ საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად საჭირო უნარები.
ინგლისური ენის მასწავლებელი: თამუნა კირთაძე