სიახლეები

          • საჩუქარი აბიტურიენტებს

          • მოგესალმებით,  

            გაცნობებთ, რომ  3 მარტს ქალაქ თბილისის მერიის დაფინანსებით, თბილისის მასშტაბით ტარდება ოლიმპიადა „ალგორითმი’’, რომელიც არის ზოგადი უნარების პრეტესტი ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ .     აბიტურიენტებს საშუალება მიეცემათ, მოსამზადებელ პერიოდში შეაფასონ თავიანთი ცოდნის დონე, სწორედ დაგეგმონ სასწავლო პროცესი და ადაპტირდნენ საგამოცდო გარემოში.

                   ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ, 5 დღის მანძილზე, აბიტურიენტი მიიღებს  ტესტის ანალიზს ვიდეო ჩანაწერის სახით. რაც მათ საშუალებას მისცემთ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  ტესტირების ხანგრძლივობა 3 საათია, ტესტი შედგება 80 საკითხისგან  (40/40 ვერბალური/მათემატიკური).ოლიმპიადის მონაწილეები  3 კვირის ვადაში შეძლებენ საკუთარი შედეგების ნახვას საიტზე.  მონაწილეობის ფორმატი ითვლისწინებს საუკეთესო 10 მოსწავლის გამოვლენას და მათ დაჯილდოვებას სკოლის დირექტორებთან ერთად .

            თბილისის მერია, სრულად ახდენს პირველი 1000  რეგისტრირებული აბიტურიენტის დაფინანსებას.  რეგისტრაცია დაიწყება 10 თებერვალს ჩვენს საიტზე http://algoritmi.ge/ .

            მოგმართავთ თხოვნით, მოახდინოთ  მოწოდებული ინფორმაციის გავრცელება თქვენი სკოლის აბიტურიენტებში.