• 2020-2021 წლის ოქროსმედალოსნები

          • კერძო სკოლა "გრაალში" 2021 წლის ოქროსმედალოსანთა დაჯილდოება შედგა. მოსწავლეები სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა ქეთევან ლომინაძემ და  მარიამ სახელაშვილმა დააჯილდოვეს. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ ისინი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში 50-70 პროცენტიანი გრანტით აგრძელებენ სწავლას, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და წარმატებით ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას.

          • ჯგუფი: ილია მირიანაშვილი, ნიკოლოზ ბოლქვაძე, ილია ბარძიმიშვილი ( “The lord of the rings “)

          • კერძო სკოლა “გრაალის“ მე-9 კლასის მოსწავლეებს, ინგლისურ ენაში ჯგუფური სახის მუშაობა და მათთვის საყვარელ და საინტერესო საკითხებზე პრეზენტაციის წარდგენა დაევალათ. კლასი დაიყო რამდენიმე ჯგუფად, თითოეულმა მათგანმა იმუშავა სხვადასხვა თემაზე, რამაც პრეზენტაციის წარდგენის პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. ერთ-ერთი ჯგუფის თემა იყო “The lord of the rings “. პრეზენტაცების წარდგენის მიზანი იყო, მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტირების უნარების დახვეწა. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი პრეზენტაციებს, სამუშაო მასალად გამოიყენეს ფორმატი, თეორიული და ფოტომოსალის კომბინაციით პრეზენტაციის შესრულება, ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი პროცესის განვითარებას და მათი უნარების გამოვლენას, შესაბამისად მოსწავლეებში ძლიერდება ვიზუალური აზროვნება, რისთვისაც საჭირო უნარები მოსწავლეებს სკოლიდანვე უნდა გამოუმუშავდეთ, რათა შეეჩვიონ სახეებით აზროვნებასაც. სკოლა “გრაალს“ გააჩნია მოსწავლეთა განვითარებისთვის საჭირო ყველა ძირითადი რესურსი, რითაც ხელს უწყობს საგნის პედაგოგებს, მეტად აქტიური და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული გახადონ მოსწავლეები და გამოუმუშაონ მათ სამომავლოდ საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად საჭირო უნარები.

            ინგლისური ენის მასწავლებელი: თამუნა კირთაძე

          • იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-8 კლასის მოსწავლეები საბურთალოზე მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა განსაზღვრეს ტაძრის არქიტექტურული ტიპი, ასევე დაათვალიერეს დავით კაკაბაძე უმცროსის მიერ ტაძრის გარე ფასადებზე შესრულებული იოანე ღვთისმეტყველის, მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკები, გაეცნენ ქართული მოზაიკის ისტორიას, მოილოცეს ტაძარში დაბრძანებული ქართველი წმინდანების ხატები. აღსანიშნავია, რომ ტაძარი იხატება. ამ ეტაპზე მოხარულია საკურთხევლის კონქი, შესრულებულია ქრისტე-პანტოკრატორის მონასმები. მოსწავლეები დააკვირდნენ კონქის მოხარტულობას, ასევე ნახეს იატაკის მოზაიკა, რომელიც მაცხოვრის საფლავის ანალოგს წარმოადგენს. ტაძრის წინამძღვრისგან საჩუქრად მიიღეს იოანე ღვთისმეტყველის მცირე ზომის ხატები.

            მადლობას ვუხდით დეკანოზ ზურაბ მჭედლიშვილს გულთბილი მიღებისთვის

          • 1 თებერვალი წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

          • 1 თებერვალს წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, კერძო სკოლა "გრაალის"  მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე თავიანთი საყვარელი წიგნების შესახებ მოკლე ინფორმაცია წარადგინეს, შემდეგ კი თავიანთი საყვარელი ეპიზოდები წაიკითხეს. თანაკლასელებს მისცეს რჩევები კითხვასთან დაკავშირებით და გამოცდილება გაუზიარეს.