• საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა 1 აპრილამდე

          • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
            ბრძანება №29/ნ
            2020 წლის 11 მარტი
            ქ. თბილისი
              „საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 „საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (სსმ III, №114, 09/09/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 53 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „53. ამ ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 1 აპრილამდე.“. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
            საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
            მიხეილ ჩხენკელი

          • სადეზინფექციო სამუშაოები

          • კერძო სკოლა „ გრაალში“, მიმდინარე წლის 5 მარტს, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები  შპს“ სანიტარულ-ჰიგიენური სერვისის მიერ. შენობის  დახურვა 24 საათის განმავლობაში. ხოლო, მომდევნო დღეებში შენობის განიავება და სველი წესით დასუფთავება.