მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო,
მინდა გაცნობოთ, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ლიდერობის კომპონენტი გთავაზობთ ტრენინგებს.
„ტრენინგზე გაეცნობით როგორ უნდა გამოვიყენოთ ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული თემებზე აგებული სასკოლო პროექტები სასკოლო კულტურის გაუმჯობესება/გაძლიერების ინსტრუმენტებად.
ტრენინგებზე ასევე დეტალურად განიხილება:
• ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემები,
• სასკოლო პროექტის მახასიათებლები;
• სად არის სასკოლო პროექტების ადგილი სასკოლო სასწავლო გეგმაში/სასკოლო კურიკულუმში;
• დემოკრატიული კულტურის სარეკომენდაციო ჩარჩო.
ტრენინგზე რეგისტრაციის შემდეგ რეგიონალური პრინციპით დაყოფილი ჯგუფები გაერთიანდება ერთ პლატფორმაზე, რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ტრენინგი კონკრეტულ ჯგუფისთვის დაიგეგმება თემატიკის მიხედვით გაწერილი დროის მონაკვეთში.“
ტრენინგები ჩატარდება ტიმსის პლატფორმაზე. მონაწილეებს, რომლებსაც teachers.gov.ge-იანი მეილი არ გაქვთ, შეგიძლიათ დარეგისტრირდნენ gmail-ით და ისარგებლოთ სტუმრის სტატუსით.
გთხოვთ, აღნიშნული ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა დარეგისტრირდით რეგისტრაციის ბმულზე 2021 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით. იხილეთ რეგისტრაციის ბმული.