პირველ დღეს 2 გამარჯვების მოპოვების შემდეგ “საქართველო 2007”-მა 30 ოქტომბერს პირველი შეხვედრა მოიგო. ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინურ “ჰონკას” 65:37 (სტატისტიკა) სძლია. 13 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი ჭირაქაძე, ხოლო გიორგი ნიკოლაევმა 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.
საქართველოს 2007 წელს დაბადებულთა გუნდი ვილნიუსიდან 3 მოგებით ბრუნდება
ტვინების ბრძოლა
კერძო სკოლა "გრაალში" გუნდური ინტელექტუალური თამაშის "ტვინების ბრძოლა" პირველი ეტაპი ჩატარდა. კონკურსში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ წინასწარ შედგა 7 გუნდი. კონკურსანტებს თამაშის წესების მიხედვით, პასუხების გაცემა ზოგადი თემატიკის მიხედვით შედგენილ კითხვებზე მოუწიათ. იმისთვის, რომ თამაში ეფექტიანად ჩატარებულიყო, კონკურსს ჰყავდა წამყვანი, ქულების დამთვლელი კომისარი და იფრინდი, ანუ პასუხების ფურცლის ჩამომკრები. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი, რომელიც კონკურსის შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს და უკვე სხვა სკოლის წარმომადგენლებს შეხვდება.
3
კერძო სკოლა "გრაალი"
გამოქვეყნებულია ზაზა სახელაშვილი-(ი)ს მიერ · 9 სექტემბერი ·
სკოლა გრაალი წლისაა!!!
გიწვევთ 2022/23 სასწავლო წლის დასაწყებად განახლებული ინფრასტრუქტურით :
საბაზისო ( 7-8-9 ) და საშუალო (10-11-12) კლასები
3 უცხო ენა
თითოეულ კლასში 10-12 მოსწავლე
უფროსი მასწავლებლებით დაკომპლექტებული გუნდი
დაცული და უსაფრთხო გარემო
აირჩიე გზა წარმატებისკენ, აირჩიე სკოლა გრაალი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :
+995 599 474 341
Skola.graali@gmail.com
ი. გამრეკელის N51 (ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ)
3
Amiamo l'Italia
კერძო სკოლა "გ რ ა ა ლ ი"
სკოლა "გრაალი"
13
საგაკვეთილო პროცესი
გაკვეთილების პროცესი კერძო სკოლა "გრაალი"
5
"ომი სახვით ხელოვნებაში, კერძოდ, მხატვრობაში"
სამოდელო გაკვეთილი თემაზე: "ომი სახვით ხელოვნებაში, კერძოდ, მხატვრობაში". კლასი - მე-8, საგანი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეები დაინტერესებულიყვნენ სახვითი ხელოვნების იმ ნაწარმოებებით, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ომის თემაზე შეიქმნა, ემუშავათ კლასგარეშე ლიტერატურაზე - ცნობილი მხატვრების კატალოგებზე, გაცნობოდნენ მხატვრობის შედევრებს, საბოლოოდ კი სათანადოდ მოეხდინათ მიღებული ცოდნის პრეზენტაცია.
თემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე განვიხილეთ მხოლოდ იმ მხატვრების ნამუშევრები, რომლებმაც ომის ყველაზე შემზარავი სურათები გააცოცხლეს, თავად ავტორები კი მოგვევლინნენ, როგორც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი პაციფისტები, რომლებმაც დაგმეს ომი და მას უდიდესი ბოროტება უწოდეს.
აღნიშნული თემის დამუშავებას 3 გაკვეთილი დაეთმო, დღეს კი სამოდელო გაკვეთილზე ერთგვარად განვლილი მასალა შევაჯამეთ. აღსანიშნავია, რომ სამოდელო გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეების მიერ დამზადდა 2 პრეზენტაცია და ერთი თემატური ნახატი. ბარბარე დალაქიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ფრანსისკო გოიას შემოქმედებაზე, განიხილა მხატვრის ორი პაციფისტური მანუშევარი: "დახვრეტა" და "კოლოსი". ანდრია არჩაიამ კი პრეზენტაცია პაბლო პიკასოზე მოამზადა, ყურადღება გაამახვილა მხატვრის ორ ნამუშევარზე: "გერნიკა" და "ხოცვა კორეაში". საბა ჯულაყიძემ შექმნა თემატური ნახატი ომის წინააღმდეგ, მისი ინსპირაციის წყარო გახდა გოიას ცნობილი ტილო "სატურნი ჭამს საკუთარ შვილს".
გაკვეთილის მეორე ნაწილი ორი აქტივობის შესრულებას დაეთმო: ჭეშმარიტი იყო თუ მცდარი მოსაზრება, მოსწავლეებმა წითელი და თეთრი ბარათების აწევით დააფიქსირეს, შემდეგ კი 5 პაციფისტური შინაარსის ტილო მათთვის ცნობილ 5 მხატვარს მიაკუთვნეს, გაიმართა მცირე დისკუსიაც თემაზე: ადამიანის სიცოცხლე უფრო ღირებულია თუ თავისუფლება? სამივე მოსწავლე აქტიურობისა და პრეზენტაციების საინტერესოდ მომზადებისთვის, ვიზუალური მასალისა და შინაარსობრივი მხარის ზუსტი თანხვედრისთვის, ასევე აქტიურობისა და ერთმანეთის მხარდაჭერისთვის შეფასდა 10 ქულით
მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა
კერძო სკოლა "გრაალის" მე-8 კლასის მოსწავლეები მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ. ისწავლეს თემატური და ანბანური კატალოგების მიხედვით წიგნის მოძებნა, დაათვალიერეს ქართული და უცხოური წიგნსაცავები, იმყოფებოდნენ სამკითხველო დარბაზებში და ნახეს როგორ ხდება მომხმარებლის რეგისტრაცია, გაეცნენ ბრაილის შრიფტით შესრულებულ წიგნებს და საგანგებო მოწყობილობებს მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის.
სკოლა "გრაალი" დიდ მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს, სოფო წულაიას და ბიბლიოთეკის გამგეს, ქეთევან ნიკურაძეს გულთბილი მიღებისა და მოსწავლეებისთვის საინტერესო სიახლეების გაცნობისთვის
14
სიახლეების არქივი
- იანვარი 2025
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- ივნისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- მარტი 2023
- თებერვალი 2023
- იანვარი 2023
- დეკემბერი 2022
- ნოემბერი 2022
- ოქტომბერი 2022
- ივნისი 2022
- მაისი 2022
- ყველა
ფოტო გალერეა
ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად