სიახლეები

          • ქართველ მართმადიდებელთა სულიერი წინამძღოლი

          • ვიზიარებთ უდიდეს მწუხარებას, ქართველი ერის სულიერი წინამძღოლის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი დანაკლისი არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

            მისი ღვაწლი, სიბრძნე და სიყვარული სამშობლოსა და ხალხის მიმართ სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

            მისი სულიერი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს გზას გაუნათებს.

            სკოლა „გრაალი“ იზიარებს ამ დიდ მწუხარებას და თანაუგრძნობს სრულიად საქართველოს.

            ვუსამძიმრებთ ყველას ამ მძიმე დანაკლისს.

            პატივისცემით,

            სკოლა გრაალი

          • ერთად ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე!

          • გრაალის სკოლაში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა!

            ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციულ სესიას, რომელიც შეეხებოდა გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობას. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

            გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

            ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობა

            საკომუნიკაციო ნარჩენების გადამუშავება

            ტრანსპორტისა და გარემოს ურთიერთკავშირი

            ნიადაგისა და განახლებადი ენერგიის წყაროები

            მდგრადი ენერგეტიკული განვითარების მიმართულებები

            კარიერული შესაძლებლობები გარემოსა და ენერგეტიკის სფეროში

            შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ის გაიმართა კამპანიის ფარგლებში – „მდგრადი მომავალი: გარემო, ტრანსპორტი და ენერგია“, რომელიც ხორციელდება Shine Energy-სა და Tegeta Green Planet-ის კოლაბორაციით.

            ამასთანავე, მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მე-11 კლასის მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ პროექტზე – „გარემოს დაცვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ცნობიერებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.