სიახლეები

          • ბოლო ზარი

          • „ბოლო ზარი“ განსაკუთრებული დღეა — სავსე ემოციებით, მოგონებებითა და ახალი შესაძლებლობებით. დასრულდა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი გზა, ახალი მიზნები და ახალი წარმატებები.

            გვჯერა, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ღირებულებები დაგეხმარებათ მომავალი წარმატებების მიღწევაში.

            ვუსურვებთ თითოეულ კურსდამთავრებულს წარმატებას, წინსვლასა და საკუთარი მიზნების ღირსეულად განხორციელებას.

            მადლობას ვუხდით მასწავლებლებსა და მშობლებს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

            წარმატებული მომავალი ჩვენი სკოლის XVI გამოშვებას! ✨