• გაცვლითი პროგრამა იტალიაში

          • იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ გაცვლითი პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა სკოლა ,,გრაალის” VIII კლასის მოსწავლეებმა კესანე გელოვანმა და შაკო მურჯიკნელმა

            პროექტის მართვა ხდება ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვასგან”, რადგან გახლავთ იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაცია იტალიის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის.

            პროექტი მთლიანობაში მხარდაჭერილია და ხორციელდება იტალიის საელჩოს, მინერვას და სიიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელშეწყობითა და ჩართულობით

            შეირჩა თბილისის სკოლებიდან მხოლოდ 10 მოსწავლე, რომლებიც 9-16 მარტს გაემგზავრა სიციილის ქალაქ მენფის სანტი ბივონას საჯარო სკოლაში.

            ერთი კვირის მანძილზე მოსწავლეებმა იარეს სკოლაში, მიღეს უამრავ აქტივობაში მონაწილება.

            პროექტის დაფინასებულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიერ. პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს კი უმასპინძლა პროექტში ჩართული იტალიური სკოლის ოჯახებმა.

            ეს პროქტი მხოლოდ დასაწყისია და საფუძველს ჩაუყრის კიდევ უფრო მეტ გაცვლით პროგრამას და მეტი მოსწავლის მონაწილებას.

            სკოლა ,,გრაალი” მადლობას უხდის მინერვას, ქ-ბ მაია ჯიჯელავას და მისი გაცვლითი პროგრამების ხელმძღვანელს რუსუდან გალდავას

          • "მოგზაურობა იტალიაში"

          • სკოლა ,,გრაალში'' ჩატარდა ღონისძიება ,,Italia in generale'' ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმოსახვით გვამოგზაურეს იტალიაში

            ღონისძიების მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში

            მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ქართულ იტალიურ განათლების ცენტრ ,,მინერვას

          • სკოლა “გრაალში” სტუმრად იმყოფებოდა ხელოვნებათმცოდნე და რესტავრატორი, პროფესორი თათია ბაკურაძე.

          • სკოლა “გრაალში” სტუმრად იმყოფებოდა ხელოვნებათმცოდნე და რესტავრატორი,

            პროფესორი თათია ბაკურაძე.

            ღონისძიების ფარგლებში ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით.

            ისაუბრეს გელათის ტაძრის ისტორიაზე, მის უნიკალურ მოზაიკურ ფრესკასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ძეგლთა დაცვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რის შემდეგაც თათია ბაკურაძემ მოსწავლეებს რამდენიმე დაზიანებული ხელოვნების ნიმუშის მაგალითზე გააცნო, როგორ იწმინდება კულტურული მემკვიდრეობა და როგორ უტარდება რესტავრაცია-კონსერვაცია.

            ღონისძიება ჩატარდა პროექტული სწავლების ფარგლებში სახვით ხელოვნებასა და მოქალაქეობაში.

            პედაგოგები - მარიამ სახელაშვილი და სოფო წულაია

          • სტუმრად პარლამენტში

          • სკოლა ,,გრაალის” მოსწავლეები, სამოქალაქო გაკვეთილის საქართველოს განათლების ფარგლებში, პარლამენტს ესტუმრნენ. მასწავლებლის, მარიამ სახელაშვილის ინიციატივით, უკეთ გაეცნენ საკანონმდებლო შტოსა და საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიას. მოსწავლეებმა თანმხლები პირის დახმარებით დაათვალიერეს პარლამენტის სხვადასხვა დარბაზი და მიიღეს ამომწურავი, ისტორიული ინფორმაცია.

          • "ტვინების ბრძოლა"

          • სკოლა ,,გრაალში'' წარმატებით ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში ,,ტვინების ბრძოლა''

            თითოეული გუნდი აქტიური და მოტივირებული იყო, რაც თამაშს მეტად საინტერესოს ხდიდა

            გამარჯვებულ გუნდს ვუსურვებთ საუკეთესო შედეგებს, შემდგომ ეტაპზე!!!

          • ისტორიკოსი და მკლევარი ბატ. სიმონ მასხარაშვილი

          •  მინი სამეცნიერო კონფერენცია
            სტუმარი: ისტორიკოსი და მკლევარი ბატ. სიმონ მასხარაშვილი
            საგნის მასწავლებელი: ბატ. გრიგოლ ძოწენიძე

            მე-9კლასში ჩავატარეთ მცირე სამეცნიერო კონფერენცია:ევროპა პირველ და მეორე მსოფლიოს ომის დროოს!რომლის მიზანი გახლდათ,ისტორიული პროცესების სწვდომა,კრიტიკული მიდგომა ზოგიერთ დაფუძნებულ შეხედულებების მიმართ და სხვადასხვა სახის წყაროების მოძიება გადამუშავების პროცეში მოსწავლეების დახელოვნება!ჩვენს მინი სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად მოვიწვიეთ ცნობილი ისტორიკოსი და მკლევარი ბატ.სიმონ მასხარაშვილი,რომელმაც მოისმინა კერძო სკოლა "გრაალიის" შეგირდების მიერ მომზადებული თემები
            და დასასრულს,ბატ სიმონმა მიმართა სიტყვით,მოსწავლებსა და დამსწრე საზოგადოებაას….!!

          • პროექტული სწავლება მუსიკაში

          • პროექტული სწავლების ეტაპზე,სემესტრის დასასრულს მე-11 კლასმა წარმოადგინა პროექტი -პრეზენტაცია თემაზე „ რიტუალები და ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში-ფიხონი“.

            პროექტის მზადების პირველ ეტაპზე ,კლასში შეიქმნა ორი ჯგუფი.თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ლიდერი.თემებზე მუშაობა მიმდინარეობდა როგორც ინდივიდუალურად ,ასევე ჯგუფურად.

            მოსწავლეებს გააზრებული ჰქონდათ თემის მხატვრული მხარე.მისი გამოხატვის ფორმა ტექსტთან მიმართებაში.გააქტიურებული იყო წინარე ცოდნა.მოსწავლეებმა ისაუბრეს მითზე,როგორც სამყაროს აღქმის ფორმაზე.მითი, როგორც ფასეულობათა სისტემა და ცხოვრების წესი.მითი რიტუალებში.მითის როლი მუსიკაში.სხვადასხვა სარიტუალო სიმღერაზე და მათი როლი რიტუალში.

            პრეზენტაცია დასრულდა რიტუალის ეპიზოდის გათამაშებით.მოსწავლეებმა გაწერეს „ფიხონის“ სცენარი.გადანაწილდა როლები.შეირჩა ჯგუფი,ვინც განასახიერა პერსონაჟები.

            მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა.მათ აქვთ გააზრებული ,რომ რიტუალის ჟანრი არის ტრადიციული ნორმები და წესების ერთობლიობა.

          • გლობალური საკითხები და სოციალური ინოვაციები რომლებმაც შეცვალეს სამყარო და მათ მიერ გამოწვეული ცვლილებები განათლების მიღებაში.

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მოამზადეს პრეზენტაციები, ისაუბრეს დღეს არსებულ, ყველაზე ხშირი განხილვის თემად მიჩნეულ საკითხებზე. ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად ჰქონდა შერჩეული თემები, რამაც პრეზენტაციის მიმდინარეობის პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. მათ ისაუბრეს ინოვაციური ტექნოლოგიების როლზე განათლების მიღების საკითხში, გააკეთეს შედარებები მათი გავლენის დადებით თუ უარყოფით შედეგებზე. ასევე განიხილეს მარია მონტესორის სწავლების მეთოდი მოზარდებისთვის. მონტესორის პედაგოგიკა იზიარებს ცდისა და შეცდომის პრინციპზე სწავლის კონცეფციას. პედაგოგი პატივს სცემს მოსწავლის შეცდომებს და მცდელობებს, რადგან ესაა ამომავალი წერტილი საიდანაც მოსწავლე იღებს ცოდნას, თუ რისი გამოსწორებაა საჭირო. ბავშვს უყალიბდება შეცდომების კონტროლის შინაგანი სისტემა. მონტესორის პედაგოგიკის საკვანძო ფრაზაა- „დამეხმარე რომ თვითონ გავაკეთო“. მათ ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. მოსწავლეებმა შეძლეს მოპოვებული ინფორმაციის მობილიზება, გაანალიზება და კრიტიკულად შეფასება.

          • საბჭოთა პერიოდი და საეკლესიო დღესასწაულები

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე ნახეს გოდერძი ჩოხელის ფილმი "ლუკას სახარება". იმსჯელეს საბჭოთა პერიოდში როგორი უარყოფითი იყო საეკლესიო დღესასწაულებისადმი დამოკიდებულება, ასევე როგორ სასტიკად აქცეოდნენ მოსწავლეებს სკოლაში და იმსჯელეს, რა არის ფილმის მთავარი სათქმელი.

          • სოციალური მედია და მისი გავლენა საზოგადოებაზე

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა, წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე „სოციალური მედია და მისი გავლენა საზოგადოებაზე“. ისაუბრეს, საქართველოში სოციალური პლატფორმების გამოყენების შედეგებზე, შეაფასეს მისი გავლენა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. მოსწავლეებისთვის, ამ საკითხზე მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან, როგორც თავად აღწერეს პროცესი, ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, რამაც გავლენა იქონია მათი მხრიდან სოციალური პლატფორმების გამოყენების სიხშირეზე.

          • სხეულის ინერტულობა.

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკის მასწავლებელ ალეკო ენდელაძესთან ერთად ჩაატარეს ექსპერიმენტი სხეულის ინერტულობის საკითხის შემოწმება.

          • "მოგზაურობა აფრიკაში" და "გაღმა ნაპირი"

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - ნუგზარ შატაიძის მოთხრობა "მოგზაურობა აფრიკაში" და გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი" - შედარებითი ანალიზი. იმსჯელეს ნაწარმოებებში წამოჭრილ ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა: ოკუპაცია, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მძიმე ხვედრი და საზოგადოების დიდი ნაწილის გულგრილი დამოკიდებულება მათ მიმართ, ასევე იმსჯელეს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. წარდგინებას სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და ისტორიის პედაგოგი ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს მათ შეაფასეს მოსწავლეების ნამუშევრები და მისცეს რჩევები.

            საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია

          • „ჩემი ბიზნეს იდეა“

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მოამზადეს პროექტი სახელწოდებით „ჩემი ბიზნეს იდეა“, სამუშაოს ჰქონდა ჯგუფური სახე. მოსწავლეემა წარადგინეს საკუთარი ბიზნეს იდეები, მათი გენერირების მეთოდები და პროდუქტი რომელიც ემსახურება კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას. მოსწავლეებმა გაცვალეს ინფორმაციები, დასვეს კითხვები და შეაჯამეს მათ მიერ შესრულებული სამუშაო. კერძო სკოლა „გრაალი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პროექტული სწავლების გზით განვითარდნენ, იპოვონ ჰობი და საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი უნარი, რაც დაეხმარება მათ მომავალი კარიერის დაგეგმვაში. პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებისთვის ბევრად სახალისო და საინტერესო პროცესია, სადაც კრიტიკულ აზროვნებას ეჩვევიან და იძენენ პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო უნარებს.

            საგნის მასწავლებელი: თამარ კირთაძე

          • "კაცია-ადამიანი?!"

          •  

            კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე "კაცია-ადამიანი?!" მათ ერთმანეთს შეადარეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობა და ს. და ქ. დოლიძეების ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც ი. ჭავჭავაძის მოთხრობის ეკრანიზაციას წარმოადგენს. იმსჯელეს, რა არის ამ ნაწარმოებების მთავარი სათქმელი, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის, სად უფრო სრულყოფილადაა იდეა გამოხატული, ასევე შექმნეს ილუსტრაციები, თვითონ როგორები წარმოუდგენიათ ლუარსაბი და დარეჯანი.

            საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია

          • 2 თებერვალი წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეა

          • 2 თებერვალი წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს და ხმამაღლა წაიკითხეს ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან "კაცია-ადამიანი?!" და ნუგზარ შატაიძის მოთხრობიდან "მოგზაურობა აფრიკაში". მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს, რა არის ამ ნაწარმოებების მთავარი სათქმელი და რამდენად აქტუალურია ამ მხატვრულ ტექსტებში ასახული პრობლემები 21-ე საუკუნეში.

          • "ჩემი საყვარელი ფილმი და ჟანრი."

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, გააკეთეს პროექტი. ისინი, დიდი პასუხისმგებლობით და შემოქმედებითად მოეკიდნენ დავალებას,შექმნეს ილუსტრირებული პოსტერები, თემაზე "ჩემი საყვარელი ფილმი და ჟანრი." აღწერეს პროექტზე მუშაობის პროცესი, ისაუბრეს თუ რამდენად საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, რა საჭირო უნარები გამოუმუშავდათ და ასევე რამდენად დაეხმარა ამ ტიპის სწავლება მათ ცოდნის გაღრმავებაში. ზეპირი კომუნიკაცია მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დახვეწონ მეტყველება, ისაუბრონ გამართულად და შეუფერხებლად, ზრდის მათ ინტერესს უცხო ენისადმი და ამაღლებს მოტივაციას. პროექტული სწავლების გზით,მოსწავლეები მეტი ხალისითა და ინტერესით ერთვებიან სასწავლო პროცესში, ეძლევათ საშუალება, გამოავლინონ და დახვეწონ თავიანთი უნარები. პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესი და მათთან ერთად შევარჩიოთ განსახორციელებელი პროექტი, რომელიც მორგებული იქნება მათ ინტერესებზე.

            საგნის პედაგოგი: თამარ კირთაძე