გრაალის სკოლაში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა!
ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციულ სესიას, რომელიც შეეხებოდა გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობას. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობა
საკომუნიკაციო ნარჩენების გადამუშავება
ტრანსპორტისა და გარემოს ურთიერთკავშირი
ნიადაგისა და განახლებადი ენერგიის წყაროები
მდგრადი ენერგეტიკული განვითარების მიმართულებები
კარიერული შესაძლებლობები გარემოსა და ენერგეტიკის სფეროში
შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ის გაიმართა კამპანიის ფარგლებში – „მდგრადი მომავალი: გარემო, ტრანსპორტი და ენერგია“, რომელიც ხორციელდება Shine Energy-სა და Tegeta Green Planet-ის კოლაბორაციით.
ამასთანავე, მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მე-11 კლასის მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ პროექტზე – „გარემოს დაცვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ცნობიერებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.