• ტვინების ბრძოლა

          • კერძო სკოლა "გრაალში" გუნდური ინტელექტუალური თამაშის "ტვინების ბრძოლა" პირველი ეტაპი ჩატარდა. კონკურსში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ წინასწარ შედგა 7 გუნდი. კონკურსანტებს თამაშის წესების მიხედვით, პასუხების გაცემა ზოგადი თემატიკის მიხედვით შედგენილ კითხვებზე მოუწიათ. იმისთვის, რომ თამაში ეფექტიანად ჩატარებულიყო, კონკურსს ჰყავდა წამყვანი, ქულების დამთვლელი კომისარი და იფრინდი, ანუ პასუხების ფურცლის ჩამომკები. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი, რომელიც კონკურსის შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს და უკვე სხვა სკოლის წარმომადგენლებს შეხვდება.

          • კერძო სკოლა "გრაალი"

          • სკოლა "გრაალი"

            გამოქვეყნებულია ზაზა სახელაშვილი-(ი)ს მიერ  · 9 სექტემბერი  · 

            სკოლა გრაალი წლისაა!!!

            გიწვევთ 2022/23 სასწავლო წლის დასაწყებად განახლებული ინფრასტრუქტურით :

            საბაზისო ( 7-8-9 ) და საშუალო (10-11-12) კლასები

            3 უცხო ენა

            თითოეულ კლასში 10-12 მოსწავლე

            უფროსი მასწავლებლებით დაკომპლექტებული გუნდი

            დაცული და უსაფრთხო გარემო

            აირჩიე გზა წარმატებისკენ, აირჩიე სკოლა გრაალი

            დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :

            +995 599 474 341

            Skola.graali@gmail.com

            ი. გამრეკელის N51 (ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ)

          • "ომი სახვით ხელოვნებაში, კერძოდ, მხატვრობაში"

          •  სამოდელო გაკვეთილი თემაზე: "ომი სახვით ხელოვნებაში, კერძოდ, მხატვრობაში". კლასი - მე-8, საგანი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეები დაინტერესებულიყვნენ სახვითი ხელოვნების იმ ნაწარმოებებით, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ომის თემაზე შეიქმნა, ემუშავათ კლასგარეშე ლიტერატურაზე - ცნობილი მხატვრების კატალოგებზე, გაცნობოდნენ მხატვრობის შედევრებს, საბოლოოდ კი სათანადოდ მოეხდინათ მიღებული ცოდნის პრეზენტაცია.

            თემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე განვიხილეთ მხოლოდ იმ მხატვრების ნამუშევრები, რომლებმაც ომის ყველაზე შემზარავი სურათები გააცოცხლეს, თავად ავტორები კი მოგვევლინნენ, როგორც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი პაციფისტები, რომლებმაც დაგმეს ომი და მას უდიდესი ბოროტება უწოდეს.

            აღნიშნული თემის დამუშავებას 3 გაკვეთილი დაეთმო, დღეს კი სამოდელო გაკვეთილზე ერთგვარად განვლილი მასალა შევაჯამეთ. აღსანიშნავია, რომ სამოდელო გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეების მიერ დამზადდა 2 პრეზენტაცია და ერთი თემატური ნახატი. ბარბარე დალაქიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ფრანსისკო გოიას შემოქმედებაზე, განიხილა მხატვრის ორი პაციფისტური მანუშევარი: "დახვრეტა" და "კოლოსი". ანდრია არჩაიამ კი პრეზენტაცია პაბლო პიკასოზე მოამზადა, ყურადღება გაამახვილა მხატვრის ორ ნამუშევარზე: "გერნიკა" და "ხოცვა კორეაში". საბა ჯულაყიძემ შექმნა თემატური ნახატი ომის წინააღმდეგ, მისი ინსპირაციის წყარო გახდა გოიას ცნობილი ტილო "სატურნი ჭამს საკუთარ შვილს".

            გაკვეთილის მეორე ნაწილი ორი აქტივობის შესრულებას დაეთმო: ჭეშმარიტი იყო თუ მცდარი მოსაზრება, მოსწავლეებმა წითელი და თეთრი ბარათების აწევით დააფიქსირეს, შემდეგ კი 5 პაციფისტური შინაარსის ტილო მათთვის ცნობილ 5 მხატვარს მიაკუთვნეს, გაიმართა მცირე დისკუსიაც თემაზე: ადამიანის სიცოცხლე უფრო ღირებულია თუ თავისუფლება? სამივე მოსწავლე აქტიურობისა და პრეზენტაციების საინტერესოდ მომზადებისთვის, ვიზუალური მასალისა და შინაარსობრივი მხარის ზუსტი თანხვედრისთვის, ასევე აქტიურობისა და ერთმანეთის მხარდაჭერისთვის შეფასდა 10 ქულით

          • მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-8 კლასის მოსწავლეები მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ. ისწავლეს თემატური და ანბანური კატალოგების მიხედვით წიგნის მოძებნა, დაათვალიერეს ქართული და უცხოური წიგნსაცავები, იმყოფებოდნენ სამკითხველო დარბაზებში და ნახეს როგორ ხდება მომხმარებლის რეგისტრაცია, გაეცნენ ბრაილის შრიფტით შესრულებულ წიგნებს და საგანგებო მოწყობილობებს მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის.

                 სკოლა "გრაალი" დიდ მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს, სოფო წულაიას და ბიბლიოთეკის გამგეს, ქეთევან ნიკურაძეს გულთბილი მიღებისა და მოსწავლეებისთვის საინტერესო სიახლეების გაცნობისთვის

          • წ ყ ა ლ ბ უ რ თ ი

          • მსოფლიო ჩემპიონატი

            წელს (2022) ისტორიული ფაქტის მომსწრენი გავხდით. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობენ.

             საქართველოს ნაკრების ორი წევრი-სანდრო ადეიშვილი და ნიკოლოზ შუშიაშვილი ჩვენი სკოლა "გრაალი"-ს აღზრდილები არიან, რომლებმაც საქართველო-ბრაზილიის სანაკრებო გუნდების შეხვედრისას, ჩვენი ნაკრების გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შიტანეს.

            სკოლა "გრაალი" ამაყობს თქვენით

            ბიჭებო გილოცავთ, როგორც თქვენ ასევე მთელ ნაკრებსა და ქართველ ქომაგებს ამ ბრწყინვალე პირველ გამარჯვებას, გისურვებთ შემდგომ წარმატებებს.

          • 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი აბიტურიენტებისთვის

          • ეროვნული გამოცდების განრიგი

            2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი აბიტურიენტებისთვის

            გამოცდებიერთიანი ეროვნული გამოცდებისაცნობარო

            2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:

            ერთიანი ეროვნული გამოცდები

            ქართული ენა და ლიტერატურა:4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);5 ივლისი (პირველი და მეორე სესია);6 ივლისი (პირველი სესია);4 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;

            8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა;

            უცხოური ენა:11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;13 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა;13 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;13 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;

            ფიზიკა14 ივლისი (მეორე სესია);

            ლიტერატურა14 ივლისი (მეორე სესია);

            ქიმია15 ივლისი (მეორე სესია);

            სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება15 ივლისი (მეორე სესია);

            ისტორია:18 ივლისი (პირველი და მეორე სესია);19 ივლისი (პირველი სესია);

            ზოგადი უნარები19 ივლისი (მეორე სესია);

            ბიოლოგია20 ივლისი (მეორე სესია);

            გეოგრაფია21 ივლისი (მეორე სესია);

            სამოქალაქო განათლება22 ივლისი (პირველი სესია);

          • კომპლექსური დავალება "ჩემი ზოოპარკი"

          • კერძო სკოლა შპს "გრაალი"-ს 7 კლასის მიერ შექმნილი კომპლექსური დავალება ბიოლოგიაში

            ხერხემლიანი ცხოველების ხუთივე კლასი. თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები

            7 კლასის მოსწავლემ ნუცა მისირელმა ყოველივე ამას წარმატებით გაართვა თავი და წარმოადგინა მის მიერ შექმნილი მაკეტის (ზოოპარკი) სახით. 

            პედაგოგი: ქეთევან ლომინაძე

          • ფიზიკის გაკვეთილი "ზიარი ჭურჭელი"

          • კერძო სკოლა შპს "გრაალი" VII კლასი

            კერძო სკოლა შპს "გრაალი"-ს ფიზიკის გაკვეთილზე VII კლასის (ბარბარე დალაქიშვილი, ნუცა მისირელი და ლუკა ჯულაყიძე) მოსწავლეების მიერ ჩატარდა ცდა ზიარჭურჭელის კანონის შესამოწმებლად.

            პედაგოგი: ალექსანდრ ენდელაძე

          • pisa 2022

          • მიმდინარე წლის 5 მაის კერძო სკოლა შპს "გრაალი"-ში, ტარდება 10 კლასელთა ჩართულობა pisa 2022 კითხვარის შევსება. რომელიც ორგანიზებულია ეკონომიური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ. დეტალური ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ეროვნული ანგარიშების ვებგვერდზე www.naec.ge

            მიმდინარე წლის 5 მაის კერძო სკოლა შპს "გრაალი"-ში, ტარდება 10 კლასელთა ჩართულობა pisa 2022 კითხვარის შევსება. რომელიც ორგანიზებულია ეკონომიური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ. დეტალური ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ეროვნული ანგარიშების ვებგვერდზე www.naec.ge

          • ღია კარის დღე

          • კვლავ ღია კარის დღესთან დაკავშირებით: 

             

             

            შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ელექტრონულ ფორმატში ღია კარის დღეების გამართვას მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის.  

            მორიგი შეხვედრა ჩატარდება 5 მაისს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე. მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების კითხვებს უპასუხებენ ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები შემდეგ საგამოცდო საგნებთან დაკავშირებით: უცხოური ენები; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდა; ფიზიკური აღზრდა და სპორტი.  

             

            შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. სხვა საგნებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება.  

             

            შეხვედრაზე დასასწრები ბმული:  

            https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ameeting_M2I5YzAwMjMtZWU5ZS00OTViLWFkZjItMjZmNzRlMTZjZTAw%40thread.v2/0?context=%7b%22Tid%22%3a%2261d2e93c-423d-43b4-8f23-1580c2341952%22%2c%22Oid%22%3a%2218dec7b9-f525-4a9c-8201-c3af20825356%22%2c%22IsBroadcastMeeting%22%3atrue%7d&btype=a&role=a 

            გთხოვთ  მიაწოდოთ შესაბამისი პროგრამის ბმული იმისათვის, რომ, სურვილის შემთხვევაში, 5 მაისს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა მასწავლებელმა და მასწავლებლობის მსურველმა შეძლოს შეხვედრაზე დასწრება. 

          • ბიოლოგია

          • ბიოლოგია- 29 აპრილი, 20:00 საათი

            სკოლა გრაალი, ზოგადი განათლების რეფორმა

            ნათიკო განათლება  · 6 სთ  · 

            მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო,

            გაგაცნობთ ყოველკვირეული ონლაინ შეხვედრების განრიგს ვაკე-საბურთალოს მხარდამჭერი ჯგუფის საგნობრივ ექსპერტებთან; ონლაინ შეხვედრები იქნება ყოველკვირეული და შეეხება კონფერენციისათვის მზადებას, ეტაპობრივად განხილული იქნება ასევე სხვა აქტუალური საკითხები ესგ-ს დანერგვის პროცესში.

             

            ბიოლოგია- 29 აპრილი, 20:00 საათი, პარასკევი (კვირაში ერთხელ იქნება შეხვედრა)

            https://teams.microsoft.com/dl/launcher/launcher.html...