პედაგოგები: გრიგოლ ძოწენიძე
თამარ კუპრაშვილი
პედაგოგები: გრიგოლ ძოწენიძე
თამარ კუპრაშვილი
ახალი წელი სკოლა "გრაალი"
ავალიანი გიორგი;
ბახუტაშვილი ირინე;
ქუშაშვილი ლევანი.
ღია გაკვეთილი - სამოქალაქო განათლება და მუსიკა
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 3 მარტს ქალაქ თბილისის მერიის დაფინანსებით, თბილისის მასშტაბით ტარდება ოლიმპიადა „ალგორითმი’’, რომელიც არის ზოგადი უნარების პრეტესტი ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ . აბიტურიენტებს საშუალება მიეცემათ, მოსამზადებელ პერიოდში შეაფასონ თავიანთი ცოდნის დონე, სწორედ დაგეგმონ სასწავლო პროცესი და ადაპტირდნენ საგამოცდო გარემოში.
ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ, 5 დღის მანძილზე, აბიტურიენტი მიიღებს ტესტის ანალიზს ვიდეო ჩანაწერის სახით. რაც მათ საშუალებას მისცემთ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ტესტირების ხანგრძლივობა 3 საათია, ტესტი შედგება 80 საკითხისგან (40/40 ვერბალური/მათემატიკური).ოლიმპიადის მონაწილეები 3 კვირის ვადაში შეძლებენ საკუთარი შედეგების ნახვას საიტზე. მონაწილეობის ფორმატი ითვლისწინებს საუკეთესო 10 მოსწავლის გამოვლენას და მათ დაჯილდოვებას სკოლის დირექტორებთან ერთად .
თბილისის მერია, სრულად ახდენს პირველი 1000 რეგისტრირებული აბიტურიენტის დაფინანსებას. რეგისტრაცია დაიწყება 10 თებერვალს ჩვენს საიტზე http://algoritmi.ge/ .
მოგმართავთ თხოვნით, მოახდინოთ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელება თქვენი სკოლის აბიტურიენტებში.
კერძო სკოლა „გრაალის“ ადმინისტრაციას გაცნობებთ იტალიურის, როგორც მეორე უცხოური ენის პროგრამის პრეზენტაცია რომელიც, გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში.განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ახალი პროგრამა - „იტალიური, როგორც მეორე ენა“ წარადგინეს.დაიწყო იტალიური ენის სწავლება თბილისის 20 სკოლაში, მათ შორის, კერძო სკოლა "გრაალში", ქალბატონი მაია ჯიჯავას ხელმძღვანელობით.
2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისი, გილოცავთ, გისურვებთ წარმატებას, როგორც მოსწავლეებს ასევე სკოლის პედკოლექტივს
კერძო სკოლა "გრაალი"-ს სტუმარი ბატონი დათო ტურაშვილიპრეისტორიულ ხანაში წინარე ქართველური ხალხების განსახლებისა და მათ მიერ ხმელთაშაზღვის აუზში ცივილიზაციის შექმნისა და განვითარების შესახებ.
თემა:ქართული ტომები და სახელმწიფოებრიობა.
მომხსენებელი: ნინი იოსელიანი.
პრეისტორიულ ხანაში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ერებისა და სახელმწიფოების ფორმირება არ არსებობდა, ქართველური მოდგმის ხალხებს, აღმოსავლეთით შუამდინარეთსა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან 6-4 ათასი წლის წინ დიდი ცივილიზებული გარემო ჰქონდათ შექმნილი. შუმერულ ხალხებსა და ქართველური მოდგმის ხალხებს შორის დიდი გენეტიკური და კულტურული ნათესაობა იყო, რაც მტკიცდება მათი ენობრივი იდენტობით. მაგ: შუმერულად დუქ - ქართულად დოქი, თუნირ-თონე, დიხ-თიხა, ხარ-ხარი, იზი-ეზო, ური-ურემი და ა.შ.შუმერების სემიტური მოდგმის აქადელების მიერ დაპყრობითა და შევიწროვების შედეგად ისინი სამხრეთისკენ გადასახლდნენ და ქალდევური განსახლების არეალი შექმნეს, სადაც ნავარაუდებია ქართველური მოდგმის ხალხების წარმოშობა.ქალდეველ-ური ეს პირველი ქართველთა წინაპრების განსახლების ადგილია, საიდანაც ახალი ენერგიით ფორმირდა ქალდეველიანთა ბიბლიური სახელმწიფო.შუმერულ-ქალდევური წარმოშობის უძველესი ცივილიზაციის, ურარტუსა და ქალდეების გენეტიკური მემკვიდრეობის შესახებ მონაცემები სულ ახლახან გამოაქვეყნა გიორგი ანდრიაძემ: კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზის სამეცნიერი კვლევითი ცენტრის დირექტორმა. როგორც ცნობილია, ეთნო გენეტიკური კვლევა საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური სიზუსტით დავადასტუროთ ჩენი და ზოგადად კაცობრიობის განვითარების გენეტიკური სქემა. ქართველ ადამიანში დომინანტურია J-2 და G-2 გენეტიკური კოდის ჰაპლო ჯგუფები რომლის წარმოშვების ადგილია ვანის ტბის მიდამოები და შუამდინარეთის ზემო წელი. სწორედ ამ რეგიონში მცხოვრებმა ხალხმა შექმნა შუმერული ცივილიზაცია და ცოტა მოგვიანებით სემიტების შევიწროვების გამო ამოიწიეს ჩრდილოეთით და ჩამოაყალიბეს ქალდეა, ადგილობრივ მონათესავე ტომებთან შერწყმით, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი მესოპოტამიის არეალში და შემდგომ პერიოდში ამავე ხალხების ნათესაობის შედეგად ჩამოყალიბდა დიაოხი და კოლხა.როგორც ბატონი გიორგი ანდრიაძე გადმოგვცემს ამ ტერიტორიაზე ძველი სამარხებიდან ამოღებულ ანთროპოლოგიურ ნაშთებზე ანალიზით გაირკვა, რომ თითქმის ყველას ჰაპლო ჯგუფის J-2 და G-2 გენის მატარებელი გენოტიპი დაუფიქსირდათ და ამ კვლევებმა 100% იანი სიზუსტით დაადასტურა, რომ ქართველი ერი არის შუმერულ-ქალდევური წარმოშობის და ასევე ურარტუც მართლაც უძველესი წინა ქართული სახელმწიფოა. ამას თავად ბიბლიაც გადმოგვცემს, რომ ქალდეის ურიდან გახლდათ აბრაამი. ე.ი ძველი ივრითები და არა ებრაელი იუდეველები სწორედ ჩვენი იბერიული რასის ნათესავები ყოფილან და თავად სიტყვა იბერია, ივრითია, იჩქერია იდენტური (მსგავსი) სიტყვებია.7წლის წინ, საფრანგეთის გენეტიკური კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა სენსაციური მონაცემები ძველი ეგვიპტის ფარაონების გენეტიკური კვლევის შესახებ, რამაც დაადასტურა ფარაონების კოლხური წარმოშვების შესახებ თეორია, რითიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა ძველი ბერძენი მეცნიერების ჰეროდოტეს, პლატონისა და სტრაბონის შეხედულება კოლხელებისა და ეგვიპტელების ნათსაობის შესახებ.ასე რომ, თუ ენათმეცნიერული, ანთროპოლოგიური და სხვა გამოკვლევების მონაცემებს ეჭვ ქვეშ დავაყენებთ რათა მათი ცდომილება დიდია ვიდრე გენეტიკური კვლევებისა, ეს უკანასკნელი მეცნიერება გენოტიპების შესწავლისა 100% იან დასაბუთებას გვაძლევს იმისა, რომ 7 და 4 ათსწლეულების უკან მსოფლიო ცივილიზაციის ფუძემდებელნი და განმავითარებელნი გახლდნენ პროტო-ქართული მოდგმის ხალხები.ისინი იყვნენ მასწავლებლები მომხდური სემიტური ხალხებისა, როგორც სახელმწიფოებრივი ისე რელიგიური აზროვნებისა, რაც კარგად არის ასახული ძველ აღთქმასა და ასურულ წყაროებში. ახლა კი ყურადღება მივაპყროთ მცირე აზიაში არსებულ მდგომარეობას ხალხტა საცხოვრისის შესახებ.მესამე ათასწლეულის დასაწყისში, სწორეად შუმერებიდან გამოყოფილი ერთ-ერთი მოდგმის ხალხის ხათების საცხოვრისია, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული ჩვენი მოდგმის ხალხის წინაპრებთნ. ბევრი თანამედროვე მკვლევარიც ადასტურებს კავკასიურ ხალხებთან მათ ნათესაობას და იდენტობას. ისინი გამორჩეული იყვნენ მეურნეობის განვითარებითა და საქალაქო ცხოვრების მაღალი დონით.მათ დედაქალი ხათუსა კულტურული და პოლიტიკური ცენტრი იყო. მეორე ათასწლეულის ბოლოს კი ხათებს ინდოევროპული ხალხები შემოესივნენ, შემდეგ წოდებული ხეთების სახით. ამ მომთაბარეებმა ხათებისგან ისწავლეს მიწათმოქმედება და საქალაქო ცხოვრების წესი. ასე რომ, მცირე აზიაში ქართველური მოდგმის ხალხებისგან ეზიარნენ ინდოევროპელები ცივილიზებულ ცხოვრების წესს. ხეთები აქ ეზიარნენ რკინის წარმოების და ფერადი ლითონის წრთობის საიდუმლოებას.ხალიბებისა და სხვა კოლხური ტომები შეერწყნენ ხათების ტომებს და შექმნეს მუსკების ანუ მესხების სახელმწიფო. მოგვიანებით, რაც ასურეთის ბატონ ტიგლათფალასარ I-ის წარწერაში პირველად იხსენიება (1100წელს).მუსკები მაშინ ისეთი ძლიერები იყვნენ, რომ ასურეთის მბრძანებელს, უძველეს შუმერულ მიწებს ედავებოდნენ, რადგან თავი ამ ხალხის სთამომავლებად მიაჩნდათ.
გაგრძელებათემა: უძველესი ქართველური ხალხების განსახლების ადგილი მცირე აზიასა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზემომხსენებელი: ანა დერიუგინა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა
აბიტურიენტი განაწილებული იყო აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს
2 ივლისს 14:00 საათზე 4 ივლისს 08:00 საათზე
3 ივლისს 14:00 საათზე 5 ივლისს 08:00 საათზე
ზოგადი უნარების გამოცდა
აბიტურიენტი განაწილებული იყო აბიტურიენტი უნდა გამოცხდდეს
5 ივლისს 08:00 საათზე 7 ივლისს 08:00 საათზე
5 ივლისს 14:00 საათზე 7 ივლისს 14:00 საათზე
2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი სესია (08:00 საათი) ჩატარდება უცვლელად
3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი სესია (08:00 საათი) ჩატარდება უცვლელად
6 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდა (ორივე სესია) ჩატარდება უცვლელად
მიუხედავად გამოცდების განრიგში განხორციელებული ცვლილებებისა, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. გამოცდაზე უნდა მობრძანდეთ საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებული იქნება ძველი თარიღ(ებ)ი.
Powered by aSc EduPage