მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო,
ქვემოთ გიზიარებთ იმ კრიტერიუმების ჩამონათვალს, რომელიც კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველმა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს წარსადგენი ნამუშევრის მომზადებისას (აქვე აღვნიშნავ, რომ საკონფერენციო თემების მომზადებაში პედაგოგებს აქტიურ კონსულტაციას გაუწევს მხარდამჭერი ჯგუფის საგნობრივი ექსპერტები. ისინი ყოველკვირეულად გამართავენ ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრებს კონფერენციის დეტალებთან დაკავშირებით):
„კონფერენციისთვის მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი თემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-
ნაშრომის პრეზენტაციისთვის განკუთვნილია 20 წუთი;
-
ნაშრომი უნდა წარმოაჩენდეს კონკრეტული მოსწავლეების/კლასის მიღწევების ანალიზს;
-
ანალიზი უნდა ეფუძნებოდეს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესს და უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და მაგალითებით (მოსწავლეების პასუხები, მოსწავლეების ნაშრომები) გაჯერებული;
-
ნაშრომში მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს:
· ზოგადი ინფორმაცია კლასის შესახებ (მაგალითად, მოსწავლეთა რაოდენობა, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა);
· რა ცოდნის კონსტრუირებას ისახავდა მიზნად მასწავლებელი;
5. პრეზენტატორი უნდა ოპერირებდეს იმ ცნებებითა და ტერმინებით, რომლის საფუძველზეც ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღიწერება გრძელვადაინი მიზნების სტრუქტურა (მაგალითად, საფეხურის შედეგი, სამიზნე ცნება, ქვეცნება), სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები (სწავლა-სწავლების 5 პრინციპი) და მოსწავლის ემოციურ-სოციალური განვითარება (ფუნქციურ-კომპონენტური უნარები). “