• თემა , რომელიც მაინტერესებს.

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მოამზადეს პრეზენტაციები იმ თემებზე, რომელიც მათ ინტერესთა სფეროს წარმოადგენდა. შედეგად, მუშაობის პროცესი მათთვის ბევრად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, რაზეც მათ მიერ წარდგენილი ნამუშევრები მოწმობდა. მოსწავლეებმა, პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, მიიღეს შესაბამისი უკუკავშირი. დადებითი უკუკავშირის მიღება, მოსწავლეებისთვის არის ძალიან დიდი მოტივატორი, ხედავენ,რომ გაწეული შრომა სამართლიანად უფასდებათ. კერძო სკოლა „გრაალში“ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე, ხშირი პრეზენტირებით განივითარონ ის უნარები, რაც მათ გაუმარტივებს საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრების პროცესს. ისინი ეჩვევიან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, სწავლობენ აუდიტორიასთან ურთიერთობასა და ერთმანეთისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გაზიარებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამენ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად.

            საგნის მასწავლებელი: თამარ კირთაძე

          • მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის რომანიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", შემდეგ კი ნახეს თენგიზ აბულაძის ამავე სახელწოდების ფილმი. იმსჯელეს იუმორის რაობაზე, ლიტერატურულ პირველწყაროსა და ფილმს შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებებზე, ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მთავარ მახასიათებლებზე, იმაზე, თუ როგორ აისახა მეორე მსოფლიო ომი მის მოთხრობებში, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • ტექნოლოგიური ევოლუცია შუა საუკუნეებიდან დღემდე

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე -10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში, წარადგინეს პრეზენტაციები ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღეს, საკმაოდ აქტუალურია. მაგალითად: 1.სოციალური მედიის როლი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. 2.კინოწარმოების ისტორია. 3.ხელოვნური ინტელექტის ევოლუცია. 4.ტექნოლოგიური ევოლუცია შუა საუკუნეებიდან დღემდე. 5.მოზარდებში კვების დარღვევა და მასთან გამკლავება. 6.ბულინგი სკოლაში. 7.სოციალური და ფსიქოლოგიური განათლება, როგორც პრევენციული ღონისძიება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ. 8.გარეგნობა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება. 9. ახალგაზრდების ყველაზე პერსპექტიული პროფესიები თანამედროვე მსოფლიოში. მოსწავლეებმა ნაყოფიერად იმუშავეს და საინტერესოდ წარმართეს პრეზენტირების პროცესი,რაც გამოიხატებოდა მათ მზაობაში, საკითხების ფართოდ განვრცობასა და მათ გარშემო დასმულ აქტიურ კითხვა-პასუხებში. მოსწავლეების მხრიდან,ამ სახის მუშაობამ,ხელი შეუწყო მათი ლექსიკურ-გრამატიკული მარაგის გამდიდრებასა და სხვადასხვა საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებას გამრავალფეროვნებას.

            საგნის მასწავლებელი: თამარ კირთაძე

          • ბოლო დროს მომხდარი სტიქიური მოვლენები

          • კერძო სკოლა “გრაალის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე “ ბოლო დროს მომხდარი სტიქიური მოვლენები“. მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ სტიქიურ მოვლენებსა და მათი გამოწვევის მიზეზებზე. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოიტანეს დასკვნები სტიქიური მოვლენების მაშტაბურობასა და საშიშროების რისკებზე. პრეზენტაციის მიზანი იყო,ლექსიკურ- გრამატიკული ცოდნის გამდიდრება/ დახვეწა და ამავდროულად იმის გააზრება,რომ ბუნებრივი სტიქიური პროცესები მაღალ საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობას, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკას. პრეზენტაციას, არსებული საკითხიდან გამომდინარე ჰქონდა ინტეგრირებული გაკვეთილის სახე. მოსწავლეებს, ლექსიკური ცოდნის გაღრმავების პარალელურად განუვითარდათ გეოგრაფიული უნარები, რომელიც საჭიროა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების, სივრცობრივი განაწილებისა და პროცესებსა და მოვლენებს შორის ასოციაციური კავშირების დასადგენად.

            საგნის მასწავლებელი:თამარ კირთაძე

          • ჩემი საყვარელი წიგნი

          • სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე "ჩემი საყვარელი წიგნი". ყურადღება გაამახვილეს, რატომ მოსწონთ მათ მიერ არჩეული ლიტერატურული ნაწარმოები, რა არის ავტორის მთავარი სათქმელი, ასევე ერთმანეთს მისცეს რჩევები და ურჩიეს წიგნები. სოფია ბაკურაძემ წარადგინა ერიხ ემანუელ შმიტის მცირე რომანი "ვარდისფერი ქალბატონი", რომელმაც თანაკლასელების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ალექსანდრე ლღიღვაშვილმა და ალექსი ალექსანდრიამ თავიანთ საყვარელ ჟანრზე, იაპონურ მანგაზე ისაუბრეს, კესანე გელოვანმა კი წარადგინა როლან დალის საბავშვო რომანი "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა". ირინე წიკლაურის თქმით, მას საყვარელი წიგნი ჯერ არ აქვს, მაგრამ მოსწონს ნოდარ დუმბაძის მოთხრობები.

          • "სამშობლოსა და ადამიანს შორის არსებული სულიერი კავშირი უწყვეტია"

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე "სამშობლოსა და ადამიანს შორის არსებული სულიერი კავშირი უწყვეტია". წარდგინების ფარგლებში მათ განიხილეს ერთი მხრივ, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "მიწის ყივილი", მეორე მხრივ კი გუგული მგელაძის მხატვრული ფილმი "ფესვები". იმსჯელეს რა მსგავსებაა ამ ორ ნაწარმოებს შორის, რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და იდეა სად უფრო სრულყოფილადაა გადმოცემული.

          • 7 კლასი. დავით გურამიშვილი-"დავითიანი"

          • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ნახეს ნიკოლოზ სანიშვილის ქართული მხატვრული ფილმი "დავით გურამიშვილი". აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შეისწავლეს დ. გურამიშვილის პოემიდან "დავითიანი" ნაწყვეტები და გაეცნენ პოეტის ბიოგრაფიას. ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა არის ფილმში სინამდვილე და რა - რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფი. ასევე ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

          • ადიქცია

          • 21- საუკუნის ყველაზე აქტუალური პრობლემიდან გამომდინარე, მოქალაქეობის პროექტული სწავლების ფარგლებში შეირჩა სამუშაო თემა - დიქცია. კერძო სკოლა "გრაალის" მე-10 კლასში მოიწვიეს ბავშვთა ფსიქოლოგი ეკა ბურკიაშვილი, რომელმაც ჩაატარა ლექცია აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც  მოსწავლეებს კიდევ უფრო გაუღრმავდათ  ცოდნა  მოცემული საკითხისადმი. ლექცია  მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჯიმში.

          • ძველი ქართული და უცხოური ფილმების შედარება

          • კერძო სკოლა „გრაალის“ მე -8 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება ინგლისურ ენაში. დავალების მიზანი იყო ძველი ქართული და უცხოური ფილმების შედარება. „ფილმებით სწავლება” შეიძლება ასე ვუწოდოთ, მასწავლებელს რამდენიმე საგნის ინტეგრაციის საშუალებას აძლევს, იქნება ეს ინგლისური, ისტორია, ხელოვნება თუ ლიტერატურა. დავალების შესრულებამდე მოსწავლეებმა უყურეს ფილმებს, შემდეგ შექმნეს პერსონაჟთა ილუსტრაციები და შეადარეს ფილმის ვერსიები რეალურ ისტორიულ მოვლენებს, რისთვისაც გამოიყენეს ის ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გამონაგონი ისტორიული რეალობისგან განასხვავონ.

            საგნის მასწავლებელი: თამარ კირთაძე

          • ეკოლოგიური პრობლემები

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-10 კლასში ჩატარდა პრეზენტაცია გეოგრაფიაში. მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი თემები: მწვანე რევოლუცია, გენმოდიფიცირებული პროდუქტი და ეკოლოგიური პრობლემები, ასევე წარმოადგინეს სლაიდები და იმსჯელეს ამ საკითხებთან დაკავსირებულ ძირითად პრობლემებზე.

          • "ჩემი გალაკტიონი"

          • კერძო სკოლა "გრაალში" ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა პოეზიის საღამო სახელწოდებით "ჩემი გალაკტიონი". კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების ამაღლება, ესთეტიკური გემოვნების დახვეწა, პოეზიის სიყვარულის გაღრმავება, მხატვრული კითხვის ხელოვნების პოპულარიზაცია და ამ კუთხით ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, ასევე ავტორის ცნობილი ლექსების ინგლისური, რუსული და იტალიური თარგმანები. ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლის დირექციამ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: სკოლის საუკეთესო დეკლამატორი გახდა მე-9 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბოლქვაძე. გალაკტიონის პოეზიის საუკეთესო წაკითხვისთვის იტალიურ ენაზე სიგელი გადაეცა ანდრია არჩაიას, პოეტის ინგლისურენოვანი ლექსის საუკეთესო წაკითხვისთვის დაჯილდოვდა მე-11 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჩაჩხუნაშვილი. აღსანიშნავია, რომ მან გალაკტიონის ლექსი "13 წლის ხარ" თავადვე თარგმნა. პოეტის ზუსტი წარმოჩენისთვის სიგელი გადაეცა 10 კლასის მოსწავლე გიორგი აბაზაძეს. პოეტის ლექსის რუსულენოვანი თარგმანის საუკეთესოდ წაკითხვისთვის დაჯილდოვდა მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ჯინჭარაძე. გამოვლინდა ჟიურის სიმპათიაც - მე-9 კლასის მოსწავლე თეკლა ბანძელაძე და 10 კლასის მოსწავლე ანდრია გიორგაძე ღონისძიების დასრულების შემდეგ კათედრის წევრებმა (ცირა გოგებაშვილი; სოფიო წულაია; გიორგი ჭაბაშვილი, ელენე სოფრომაძე, თამარ კირთაძე სკოლის ადმინისტრაციამ საღამო შეაჯამეს და მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.

             

          • ინტეგრირებული გაკვეთილი პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და ქიმიაში.

          • კერძო სკოლა "გრაალში" ლაბორატოროული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. ხილსა და ბოსტნეულში არსებული ბუნებრივი საღებრების მეშვეობით მოსწავლეებმა ნამუშევრების შესრულება სცადეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები

            ქიმიის პედაგოგი: ნათია მგალობლიშვილი

            პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში: ს. წულაია

             

          • ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და სახვით ხელოვნებაში.

          • კერძო სკოლა "გრაალში" ლაბორატოროული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიასა და სახვით ხელოვნებაში. ხილსა და ბოსტნეულში არსებული ბუნებრივი საღებრების მეშვეობით მოსწავლეებმა ნამუშევრების შესრულება სცადეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები

          • ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობა

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-8 კლასელებს სპორტის პედაგოგმა, ლევან ჩხეიძემ წაუკითხა მინი ლექცია თემაზე: "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობა". სწორი და დაბალანსებული კვება, ვარჯიშის როლი ადამიანის ცხოვრებაში, ე.წ ფასტ ფუდის მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ძილისა და წყლის როლი მოზარდობის ასაკში, მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული უარყოფითი მხარეები... ეს მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც პედაგოგმა ყურადღება გაამახვილა. ლექციის დასრულების შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

          • პროექტული სწავლება

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-10 კლასში პროექტული სწავლების ფარგლებში ხორციელდება პროექტი "თბილისში მდებარე ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ტაძრები". იგეგმება ორენოვანი (ქართულ_ინგლისური) ბუკლეტის დამზადება, რომელშიც შევა: სამების საპატრიარქო ტაძრის, ქვაშვეთის, სიონის, ანჩისხატის, ლურჯი მონასტრის, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის, მამა დავითის, მეტეხის... მცირე ზომის ისტორიები, ასევე განისაზღვრება მათი, როგორც ხელოვნების ნიმუშების მხატვრული ღირებულება. ბუკლეტი გამდიდრდება საინტერესო ვიზუალური მასალითაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგთან, სოფიო წულაიასა და ინგლისური ენის პედაგოგთან, თამუნა კირთაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქვაშვეთის, სიონისა და ანჩისხატის ტაძრებში. პედაგოგების დახმარებით გაეცნენ თითოეული ძეგლის მოკლე ისტორიას, განსაზღვრეს მათი არქიტექტურული ტიპი, დაათვალიერეს ფრესკები, მოილოცეს იქ დაცული სიწმინდეები, პატრიარქების საფლავები და ბუკლეტისთვის გადაიღეს მნიშვნელოვანი ფოტომასალა.

          • სულხან-საბა ორბელიანი

          • პრეზენტაცია თემაზე: სულხან-საბა ორბელიანი _ დიდი ქართველი სკოლა გრაალის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით ჩაატარეს პრეზენტაციები თემაზე : სულხან-საბა ორბელიანი _ დიდი ქართველი. პრეზენტაციები წარმოადგინეს სლაიდების სახით. მოხსენებები საინტერსო და მრავალფეროვანი იყო. ისაუბრეს დიდი მოღვაწის ცხოვრების ურთულეს გზასა და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე.

            ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ცირა გოგებაშვილი.