სკოლა ,,გრაალის” მოსწავლეები, სამოქალაქო გაკვეთილის საქართველოს განათლების ფარგლებში, პარლამენტს ესტუმრნენ. მასწავლებლის, მარიამ სახელაშვილის ინიციატივით, უკეთ გაეცნენ საკანონმდებლო შტოსა და საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიას. მოსწავლეებმა თანმხლები პირის დახმარებით დაათვალიერეს პარლამენტის სხვადასხვა დარბაზი და მიიღეს ამომწურავი, ისტორიული ინფორმაცია.
სტუმრად პარლამენტში
- 1
"ტვინების ბრძოლა"
სკოლა ,,გრაალში'' წარმატებით ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში ,,ტვინების ბრძოლა''
თითოეული გუნდი აქტიური და მოტივირებული იყო, რაც თამაშს მეტად საინტერესოს ხდიდა
გამარჯვებულ გუნდს ვუსურვებთ საუკეთესო შედეგებს, შემდგომ ეტაპზე!!!
შემოდგომა
2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისი
ისტორიკოსი და მკლევარი ბატ. სიმონ მასხარაშვილი
მინი სამეცნიერო კონფერენცია
სტუმარი: ისტორიკოსი და მკლევარი ბატ. სიმონ მასხარაშვილი
საგნის მასწავლებელი: ბატ. გრიგოლ ძოწენიძემე-9კლასში ჩავატარეთ მცირე სამეცნიერო კონფერენცია:ევროპა პირველ და მეორე მსოფლიოს ომის დროოს!რომლის მიზანი გახლდათ,ისტორიული პროცესების სწვდომა,კრიტიკული მიდგომა ზოგიერთ დაფუძნებულ შეხედულებების მიმართ და სხვადასხვა სახის წყაროების მოძიება გადამუშავების პროცეში მოსწავლეების დახელოვნება!ჩვენს მინი სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად მოვიწვიეთ ცნობილი ისტორიკოსი და მკლევარი ბატ.სიმონ მასხარაშვილი,რომელმაც მოისმინა კერძო სკოლა "გრაალიის" შეგირდების მიერ მომზადებული თემები
და დასასრულს,ბატ სიმონმა მიმართა სიტყვით,მოსწავლებსა და დამსწრე საზოგადოებაას….!!
პროექტული სწავლება მუსიკაში
პროექტული სწავლების ეტაპზე,სემესტრის დასასრულს მე-11 კლასმა წარმოადგინა პროექტი -პრეზენტაცია თემაზე „ რიტუალები და ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში-ფიხონი“.
პროექტის მზადების პირველ ეტაპზე ,კლასში შეიქმნა ორი ჯგუფი.თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ლიდერი.თემებზე მუშაობა მიმდინარეობდა როგორც ინდივიდუალურად ,ასევე ჯგუფურად.
მოსწავლეებს გააზრებული ჰქონდათ თემის მხატვრული მხარე.მისი გამოხატვის ფორმა ტექსტთან მიმართებაში.გააქტიურებული იყო წინარე ცოდნა.მოსწავლეებმა ისაუბრეს მითზე,როგორც სამყაროს აღქმის ფორმაზე.მითი, როგორც ფასეულობათა სისტემა და ცხოვრების წესი.მითი რიტუალებში.მითის როლი მუსიკაში.სხვადასხვა სარიტუალო სიმღერაზე და მათი როლი რიტუალში.
პრეზენტაცია დასრულდა რიტუალის ეპიზოდის გათამაშებით.მოსწავლეებმა გაწერეს „ფიხონის“ სცენარი.გადანაწილდა როლები.შეირჩა ჯგუფი,ვინც განასახიერა პერსონაჟები.
მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა.მათ აქვთ გააზრებული ,რომ რიტუალის ჟანრი არის ტრადიციული ნორმები და წესების ერთობლიობა.
11
გლობალური საკითხები და სოციალური ინოვაციები რომლებმაც შეცვალეს სამყარო და მათ მიერ გამოწვეული ცვლილებები განათლების მიღებაში.
კერძო სკოლა „გრაალის“ მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მოამზადეს პრეზენტაციები, ისაუბრეს დღეს არსებულ, ყველაზე ხშირი განხილვის თემად მიჩნეულ საკითხებზე. ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად ჰქონდა შერჩეული თემები, რამაც პრეზენტაციის მიმდინარეობის პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. მათ ისაუბრეს ინოვაციური ტექნოლოგიების როლზე განათლების მიღების საკითხში, გააკეთეს შედარებები მათი გავლენის დადებით თუ უარყოფით შედეგებზე. ასევე განიხილეს მარია მონტესორის სწავლების მეთოდი მოზარდებისთვის. მონტესორის პედაგოგიკა იზიარებს ცდისა და შეცდომის პრინციპზე სწავლის კონცეფციას. პედაგოგი პატივს სცემს მოსწავლის შეცდომებს და მცდელობებს, რადგან ესაა ამომავალი წერტილი საიდანაც მოსწავლე იღებს ცოდნას, თუ რისი გამოსწორებაა საჭირო. ბავშვს უყალიბდება შეცდომების კონტროლის შინაგანი სისტემა. მონტესორის პედაგოგიკის საკვანძო ფრაზაა- „დამეხმარე რომ თვითონ გავაკეთო“. მათ ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. მოსწავლეებმა შეძლეს მოპოვებული ინფორმაციის მობილიზება, გაანალიზება და კრიტიკულად შეფასება.
6
საბჭოთა პერიოდი და საეკლესიო დღესასწაულები
კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე ნახეს გოდერძი ჩოხელის ფილმი "ლუკას სახარება". იმსჯელეს საბჭოთა პერიოდში როგორი უარყოფითი იყო საეკლესიო დღესასწაულებისადმი დამოკიდებულება, ასევე როგორ სასტიკად აქცეოდნენ მოსწავლეებს სკოლაში და იმსჯელეს, რა არის ფილმის მთავარი სათქმელი.
3
სოციალური მედია და მისი გავლენა საზოგადოებაზე
კერძო სკოლა „გრაალის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა, წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე „სოციალური მედია და მისი გავლენა საზოგადოებაზე“. ისაუბრეს, საქართველოში სოციალური პლატფორმების გამოყენების შედეგებზე, შეაფასეს მისი გავლენა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. მოსწავლეებისთვის, ამ საკითხზე მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან, როგორც თავად აღწერეს პროცესი, ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, რამაც გავლენა იქონია მათი მხრიდან სოციალური პლატფორმების გამოყენების სიხშირეზე.
5
სხეულის ინერტულობა.
კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკის მასწავლებელ ალეკო ენდელაძესთან ერთად ჩაატარეს ექსპერიმენტი სხეულის ინერტულობის საკითხის შემოწმება.
4
"მოგზაურობა აფრიკაში" და "გაღმა ნაპირი"
კერძო სკოლა "გრაალის" მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - ნუგზარ შატაიძის მოთხრობა "მოგზაურობა აფრიკაში" და გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი" - შედარებითი ანალიზი. იმსჯელეს ნაწარმოებებში წამოჭრილ ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა: ოკუპაცია, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მძიმე ხვედრი და საზოგადოების დიდი ნაწილის გულგრილი დამოკიდებულება მათ მიმართ, ასევე იმსჯელეს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. წარდგინებას სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და ისტორიის პედაგოგი ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს მათ შეაფასეს მოსწავლეების ნამუშევრები და მისცეს რჩევები.
საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია
3
„ჩემი ბიზნეს იდეა“
კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მოამზადეს პროექტი სახელწოდებით „ჩემი ბიზნეს იდეა“, სამუშაოს ჰქონდა ჯგუფური სახე. მოსწავლეემა წარადგინეს საკუთარი ბიზნეს იდეები, მათი გენერირების მეთოდები და პროდუქტი რომელიც ემსახურება კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას. მოსწავლეებმა გაცვალეს ინფორმაციები, დასვეს კითხვები და შეაჯამეს მათ მიერ შესრულებული სამუშაო. კერძო სკოლა „გრაალი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პროექტული სწავლების გზით განვითარდნენ, იპოვონ ჰობი და საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი უნარი, რაც დაეხმარება მათ მომავალი კარიერის დაგეგმვაში. პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებისთვის ბევრად სახალისო და საინტერესო პროცესია, სადაც კრიტიკულ აზროვნებას ეჩვევიან და იძენენ პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო უნარებს.
საგნის მასწავლებელი: თამარ კირთაძე
1
"კაცია-ადამიანი?!"
კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე "კაცია-ადამიანი?!" მათ ერთმანეთს შეადარეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობა და ს. და ქ. დოლიძეების ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც ი. ჭავჭავაძის მოთხრობის ეკრანიზაციას წარმოადგენს. იმსჯელეს, რა არის ამ ნაწარმოებების მთავარი სათქმელი, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის, სად უფრო სრულყოფილადაა იდეა გამოხატული, ასევე შექმნეს ილუსტრაციები, თვითონ როგორები წარმოუდგენიათ ლუარსაბი და დარეჯანი.
საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია
6
2 თებერვალი წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეა
2 თებერვალი წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს და ხმამაღლა წაიკითხეს ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან "კაცია-ადამიანი?!" და ნუგზარ შატაიძის მოთხრობიდან "მოგზაურობა აფრიკაში". მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს, რა არის ამ ნაწარმოებების მთავარი სათქმელი და რამდენად აქტუალურია ამ მხატვრულ ტექსტებში ასახული პრობლემები 21-ე საუკუნეში.
4
"ჩემი საყვარელი ფილმი და ჟანრი."
კერძო სკოლა „გრაალის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა, გააკეთეს პროექტი. ისინი, დიდი პასუხისმგებლობით და შემოქმედებითად მოეკიდნენ დავალებას,შექმნეს ილუსტრირებული პოსტერები, თემაზე "ჩემი საყვარელი ფილმი და ჟანრი." აღწერეს პროექტზე მუშაობის პროცესი, ისაუბრეს თუ რამდენად საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, რა საჭირო უნარები გამოუმუშავდათ და ასევე რამდენად დაეხმარა ამ ტიპის სწავლება მათ ცოდნის გაღრმავებაში. ზეპირი კომუნიკაცია მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დახვეწონ მეტყველება, ისაუბრონ გამართულად და შეუფერხებლად, ზრდის მათ ინტერესს უცხო ენისადმი და ამაღლებს მოტივაციას. პროექტული სწავლების გზით,მოსწავლეები მეტი ხალისითა და ინტერესით ერთვებიან სასწავლო პროცესში, ეძლევათ საშუალება, გამოავლინონ და დახვეწონ თავიანთი უნარები. პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესი და მათთან ერთად შევარჩიოთ განსახორციელებელი პროექტი, რომელიც მორგებული იქნება მათ ინტერესებზე.
საგნის პედაგოგი: თამარ კირთაძე
5
სოხუმი
კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე "სოხუმი -მულტიკულტურული ქალაქი". ყურადღება გაამახვილეს საქართველს ამ უძველესი და მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორიაზე, მის მრავალეთნიკურობაზე, მრავალფეროვან კულტურაზე... ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ომსა და მის გამომწვევ მიზეზებზე. ამ თემას დაუკავშირეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "ჰელადოს". იმსჯელეს, როგორია ეს ქალაქი აღნიშნულ ლიტერატურულ ნაწარმოებში, ზოგადად რა ცნებაა მშობლიური ქალაქი, რატომ იყო სოხუმი ნაწარმოების მთავარი გმირისთვის მშობლიური, ასევე ისაუბრეს იმაზეც, თვითონ როგორი წარმოუდგენიათ ეს ქალაქი.
2
80-90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკა
პროექტი მუსიკა 11 კლასი. თემა: 80-90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკა-ანდერგრაუნდი-ქართული და დასავლური პარალელებით. საᲨუალო საფეხურზე სავალდებულო პროექტის სახით 11 კლასᲨი (მუსიკა) განხორციელდა პროექტი. მიზანი: მუსიკის გამომსახველობითი ხერხების გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაᲨი.სხვადასხვა ეპოქის ესთეტიკური Შეხედულების განსაზღვრა.დასავლური მუსიკალური კულტურის როლი ქართულ თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების მიმართ.
7
ჩვენი სკოლა
კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს გადაცემა თემაზე "ჩვენი სკოლა". თავად აირჩიეს სტუმარი - ინგლისურის პედაგოგი თამუნა კირთაძე და მას დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა, მაგალითად, როგორ შეიცვალა სკოლებში სასწავლო პროცესი ბოლო წლებში, რატომ გადაწყვიტა პედაგოგობა, რა არის თანამედროვე სწავლების ყველაზე ძლიერი და სუსტი მხარე, ახსენდება თუ არა სასიამოვნოდ მოსწავლეობის პერიოდი... შემდეგ მოაწყვეს დისკუსია თემაზე "ჩვენი სკოლა", იმსჯელეს რა მოსწონთ, რის შეცვლას ისურვებდნენ, როგორია მათი მოლოდინები და გეგმები... აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეისწავლეს სკოლასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნაწარმოებები: რევაზ ინანიშვილის "დამრიგებელი", გუგული ტოგონიძის "ხისმაცქერალი კაცის ამბავი" და მერაბ ბერძენიშვილის მოგონება "დამნაშავე დასჯილია", რის შემდეგაც ამ ტექსტებში გაანალიზებული თემები დააკავშირეს თანამედროვეობასთან და ყურადღება გაამახვილეს პრობლემების გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე.
საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია
2
როლური თამაში
კერძო სკოლა "გრაალის" მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გააკეთეს აქტივობა "როლური თამაში" და ამირან ჭიჭინაძის საბავშვო მოთხრობიდან "სუფლიორი" გააცოცხლეს რამდენიმე სცენა. თითოეულმა მოსწავლემ სხვადასხვა ეპიზოდის გათამაშებისას მოირგო სხვადასხვა პერსონაჟის როლი. აქტივობა მათთვის ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მსგავსი ტიპის როლური თამაშები ხელს უწყობს ლიტერატურული ტექსტის გააზრებას, აადვილებს სიუჟეტის დამახსოვრებას, ავითარებს ვერბალურ უნარებსა და შემოქმედებით ფანტაზიას, ზრდის მოსწავლეების ინტერესს მხატვრული ტექსტებისადმი.
საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია
3
სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი
კერძო სკოლა "გრაალის" მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ და დაათვალიერეს იქ დაცული სამუზეუმო ექსპონატები, კერძოდ, ისტორიულ-არქეოლოგიური მასალა, ოქროს ფონდი - ახალგორისა და ვანის განძის სამუზეუმო ექსპონატები, თრიალეთის ოქროს თასი, წნორის ლომი, უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, ოქროსა და ვერცხლის უძვირფასესი სამკაულები, ქვისა და ბრინჯაოს ხანის კავკასიის ისტორიული მემკვიდრეობა, ასევე მუზეუმში დაცული ყაჯარული პორტრეტები და იმავე შენობაში განთავსებული საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. აღსანიშნავია, რომ მე-9 კლასის მოსწავლეებმა სულ ახლახან შეისწავლეს რეზო თაბუკაშვილის კინომოთხრობა "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი", რომელიც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) უდიდეს ღვაწლს ეძღვნებოდა. მუზეუმში ვიზიტმა მოსწავლეებს შეუქმნა ზოგადი წარმოდგენა იმ უდიდეს მატერიალურ და სულიერ საგანძურზე, რომლის დაცვა-პატრონობაც წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს ხვდა წილად. მსგავსი ტიპის გასვლითი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას და ემსახურება ქართული კულტურული საგანძურის პოპულარიზაციას.
საგნის პედაგოგი - სოფიო წულაია
7
სიახლეების არქივი
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- ივნისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- მარტი 2023
- თებერვალი 2023
- იანვარი 2023
- დეკემბერი 2022
- ნოემბერი 2022
- ოქტომბერი 2022
- ივნისი 2022
- მაისი 2022
- აპრილი 2022
- ყველა
ფოტო გალერეა
ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად